სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:51 | 16.03.2018 | ნანახია 3958 - ჯერ

ევროპა ლიგა: სენსაცია “პარკ ოლიმპიკ ლიონზე”

დასრულდა ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი და ცნობილი გახდა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას 1/4 ფინალში განაგრძობენ.

დავიწყოთ გამორჩეული წყვილით. პირველ მატჩში “არსენალს” 2:0 ჰქონდა მოგებული “სან სიროზე” და საშინაო შეხვედრას წყნარად შეხვდა, თუმცა “მილანმა” იბრძოლა და მცირე ხნით მაინც მოახერხა ლონდონელთა ანერვიულება. შესაძლოა, კიდევ მეტი მოეხერხებინა, რომ არა მსაჯის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ მისთვის დამახასიათებელ სტილში მოახერხა და 35-ე წუთზე შესანიშნავი შორეული გასროლით “როსონერი” დააწინაურა. ლომბარდიულ გრანდს შეხვედრის დამატებით დროში გადასაყვანად ერთი გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც ნამდვილად რეალური გახლდათ. მაგრამ, იტალიელთა ოცნება სამიოდე წუთში იონას ერიკსონმა დაამსხვრია: დენი უელბეკი მეტოქის საჯარიმოში ისე წაიქცა, რომ რიკარდო როდრიგესი საერთოდ არ შეხებია, მაგრამ ინგლისელმა ფორვარდმა ეპიზოდი კარგად გააფორმა, რასაც შვედი მსაჯი წამოეგო და ჯანლუიჯი დონარუმას კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც თავად “დაზარალებულმა” აქცია გოლად.

ამ გოლმა ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე ტაიმში კი “მეთოფეებმა” უკეთესად ითამაშეს და “მილანი” მეორე მატჩშიც დაამარცხეს: 71-ე წუთზე გრანიტ ჯაკამ შორიდან გაისროლა, რასაც დონარუმას უხეში შეცდომა მოჰყვა და ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა, 86-ე წუთზე კი დენი უელბეკმა დამატებაზე იყოჩაღა, ახლოდან თავურით შეაგდო და დუბლი გაიფორმა – 3:1.

დღის სენსაცია კი “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივი “ლიონი” საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკასთან დამარცხდა და სტუმარად გატანილი მეტი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე რუსული კლუბი გავიდა. ფრანგებს მოსკოვში 1:0 ჰქონდათ მოგებული და თითქოს 1/4 ფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ არმიელებმა პატარა სიურპრიზი შემოგვთავაზეს და მასპინძლები ხახამშრალი დატოვეს.

რუსებმა ტაიმი გოლოვინის ულამაზესი გოლით მოიგეს, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავად მოჭრა ბურთი და ენტონი ლოპესს შორეულ კუთხეში აუღებელი გაუტანა. ფრანგებმა წონასწორობა 58-ე წუთზე აღადგინეს, გოლი კორნემ გაიტანა, რომელსაც გადაცემა ფერმა გაუკეთა და ამ მომენტში ბურთი თითქოს გადასული იყო, მაგრამ გოლი ჩაითვალა. მოსკოველებს ამაზე არ უნაღვლიათ და ორიოდე წუთში აჰმედ მუსამ ახლო მანძილიდან ცსკა მეორედ დააწინაურა, ხოლო ხუთ წუთში მცველების უყურადღებობით ვერნბლუმმა ისარგებლა და ჭკვიანური დარტყმით ლოპეში მესამედ დაამწუხრა. მასპინძლებმა უმალ შეუტიეს და მარიანო დიასმა ერთი ბურთი მალევე გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება ფრანგებმა ვეღარ შეძლეს და მოულოდნელად, ტურნირს დაემშვიდობნენ – 2:3.

“ბილბაო” “სან მამესზე” “მარსელს” დაუხვდა და მეორე მატჩიც დათმო. ფრანგული კლუბი ამჯერადაც უკეთესი გახლდათ და შემდეგ ეტაპზე ძალიან მარტივად გავიდა. დიმიტრი პაიემ პირველ ტაიმში პენალტი შეასრულა ზუსტად, მეორე ნახევრის დასაწყისში ოკამპოსმა იყოჩაღა, ხოლო ინიაკი უილიამსმა პრესტიჟის ბურთი შეაგდო – 1:2.

სამაგიეროდ, იყოჩაღა მეორე ესპანურმა კლუბმა “ატლეტიკომ”, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული, მაინც საშინელ დღეში ჩააგდო “ლოკომოტივი”. ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, ანხელ კორეას გოლს, რიბუსმა შორეული გასროლით უპასუხა. აი მეორე ნახევარში კი, მოსკოვურმა კლუბმა კოშმარი გამოიარა: “როხიბლანკომ” მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა და საკუთარი პუბლიკის წინაშე შეარცხვინა. დუბლით გამოირჩა ფერნანდო ტორესი, ხოლო თითო გოლი საულის და შეცვლაზე შემოსული ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა – 1:5. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ და ეს მატჩი მისთვის წარმატებული რომ არ ყოფილა, ეს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს.

დრამატული შეხვედრა შედგა “დუსან არენაზე”, სადაც “პლზენმა” ლისაბონის “სპორტინგს” უმასპინძლა, ბაკოშის დუბლით პორტუგალიურ კლუბს ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ჟორჟე ჟეზუსის შეგირდებმა 92-ე წუთზე შემდეგ ეტაპზე გასვლის 100%-იანი შანსი მიიღეს, მაგრამ ბას დოსტმა პენალტი ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელებმა პირველი დამატებული დროის კომპენსირებულ წუთებში გაიტანეს და 1/4 ფინალს გაჭირვებით უწიეს – 2:1.

“ლაციომ” ლუკას ლეივას და სტეფან დე ვრეის გოლებით კიევში “დინამოს” აჯობა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, “ლაიფციგმა” საკუთარ მოედანზე მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა, გასვლაზე “ზენიტს” დაუზავდა და მომდევნო რაუნდში ითამაშებს, ხოლო “ზალცბურგის” და “დორტმუნდის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და შესაბამისად, 1/4 ფინალში ავსტრიული კლუბი ითამაშებს.

ლოკომოტივი – ატლეტიკო 1:5 (1:1) ორი მატჩის ჯამი: 1:8

გოლები: 0:1 ა.კორეა (16), 1:1 რიბუსი (20), 1:2 საული (47), 1:3, 1:4 ფ.ტორესი (65 პენ; 80), 1:5 გრიზმანი (85)

ბილბაო – მარსელი 1:2 (0:1) ორი მატჩის ჯამი: 2:5

გოლები: 0:1 პაიე (38 პენ.), 0:2 ოკამპოსი (52), 1:2 უილიამსი (74)
გაძევება: ადურისი (76 ბ.)

დინამო – ლაციო 0:2 (0:1) ორი მატჩის ჯამი: 2:4

გოლები: 0:1 ლეივა (23), 0:2 დე ვრეი (83)

ზენიტი – ლაიფციგი 1:1 (1:1) ორი მატჩის ჯამი: 2:3

გოლები: 0:1 ოგუსტინი (22), 1:1 დრიუსი (45)

ვერნერმა (ლ) 82-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა

პლზენი – სპორტინგი 2:1 დ.დ. 2:0 (1:0) ორი მატჩის ჯამი: 2:3

გოლები: 1:0, 2:0 ბაკოში (6; 64), 2:1 ბატალია (105+2)

92-ე წუთზე დოსტმა (ს) პენალტი ვერ გაიტანა

არსენალი – მილანი 3:1 (1:1) ორი მატჩის ჯამი: 5:1

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (35), 1:1, 3:1 უელბეკი (39 პენ; 86), 2:1 ჯაკა (71)

ლიონი – ცსკა 2:3 (0:1) ორი მატჩის ჯამი: 3:3

გოლები: 0:1 გოლოვინი (39), 1:1 კორნე (58), 1:2 მუსა (60), 1:3 ვერნბლუმი (65), 2:3 მ.დიასი (71)

ზალცბურგი – დორტმუნდი 0:0 ორი მატჩის ჯამი: 2:1

Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:13 | 16.03.2018
ogafa (8216)

“ლაიფციგმა”

16:53 | 16.03.2018
თორღვა პანკელი (1040)

ცსა-ა ლიონი არ ვიცი მაგრამ, მილანთან უელბეკის 100%-იანი სიმულიანტობა პენალტად რომ არ მოენათლა მსაჯს, არსენალი დიდი ალბათობით "ლაფათქაზე" იყო შემოდებული.

15:14 | 16.03.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ვუყურე თამაშს და აშკარად "ირაზბოინიკა" მსაჯმა
თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ორი თამაშის ჯამში უკეთესი გუნდი გავიდა შემდეგ ეტაპზე - არსენალი აშკარად ჯობდა მილანს.
როსონერის ის ურჩევნია, იუვე გააგოროს კალჩოში. თავადაც ჭირდება ქულები და ჩვენც მაგრად გაგვიჭირდა, ნეაპოლელებს

14:53 | 16.03.2018
მიშა_დინამო (57)

В СЕРДЦЕ КЛУБ ВСЕГДА ОДИН
ЦСКА НЕ ПОБЕДИМ!!!!

15:10 | 16.03.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

შენ ეხლა რისკავ რო იცოდე.

18:35 | 16.03.2018
მიშა_დინამო (57)

რატომ კორბენ

18:50 | 16.03.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

იუმორში ჭედავს ზოგი აქ. მარტო მოღუტუნებისას იცინიან

23:05 | 16.03.2018
O. Mertskhali (3331)

მშვენიერი დიალოგია

19:07 | 16.03.2018
მიშა_დინამო (57)

D

19:07 | 16.03.2018
მიშა_დინამო (57)

DDD

14:52 | 16.03.2018
მიშა_დინამო (57)

თითქოს გადასული კი არა გადასული იყო

16:56 | 16.03.2018
O. Mertskhali (3331)

+

18:38 | 16.03.2018
მიშა_დინამო (57)

რუსი კომენტატორი ეძახდა მსაჯს უსინდისოს ამ მომენტის შემდეგ

14:14 | 16.03.2018
gio_hannibal (5)

სენსაცია რატო იყო? მაგარი გუნდია ლიონი?

16:55 | 16.03.2018
O. Mertskhali (3331)

+

10:24 | 16.03.2018
BEERTRANCE (97819)

კარის უკან მსაჯები სპეციალურად გაბერილი შტატებია როგორც ჩვენ|თან მერიებში და საკრებულოებში. არაფერი სარგებელი მათგან არ არის, ვიდეო გამეორებაზე კი გამოჩნდებოდა ყველაფერი. მაინც ვერ აჯობებდა მილანი ალბათ ჯამშI, მარა სხვა თამაში წავიდოდა ნამდვილად.

14:38 | 16.03.2018
sabonis (8771)

მეგრული გატანა იციან მსაჯებმაც და ბერავენ შტატებს.DDDDDDDDDDDDDDDD

11:45 | 16.03.2018
millllani (175)

რას ნიშნავს მაინც ვერ აჯობებდა? მასე საერთოდ თამაში აღარ უნდა ჩატარებულიყო დაბალი კუში ქონდა არსენალს. ფაქტი კი ის იყო რომ მილანი ერთით ნოლს უგებდა და ისეთი თამაში იყო ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.

12:13 | 16.03.2018
BEERTRANCE (97819)

ალბათ თქო ჰო ვთქვი. ეგრე არსენალს წესიერადაც რო გაეტანა გოლი შეიძლება მაინც არეულიყო.

10:15 | 16.03.2018
lashamax (858)

ნაკრებში ცენტრში უნდა დააყენონ ხოჭოლავა და დვალის ტანდემი. გაცილებით მაღალი კლასის არიან ვიდრე კვირკველია და ცისარტყელა.
მაგრამ ვაისი რის ვაისია თავი რომ არ გაიფარჩაკოს

09:58 | 16.03.2018
Oto. (4545)

ველბეკის,მთავარი მსაჯის,კარის უკანა მსაჯს და კიდე იმ ადამიანების,ვინც ის მსაჯები კარის უკან ტყუილად დააყენა დ.დ.შ.ც.რა პენალტი დაუდეს არსენალს.არ ვიტყვი რომ მილანი აუცილებლად გავიდოდა რომ არა ის პენალტი,მაგრამ გუნდი აშკარად დაანგრია ფსიქოლოგიურად.მეორე ტაიმშიც გვქონდა მომენტები მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ საშემსრულებლო ოსტატობა აკლიათ მილანის ფეხბურთელებს და იმედი მაქ გუნდის ფალოსი შეფები გაანძრევენ თავს და ორ-სამ ტოპს მოიყვანენ,თორემ ასეთი სასტავით გაუჭირდება გუნდს სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი...

ჩემპიონი კი ატლეტიკო გახდება.იმედი მაქ ფინალი არსენალი-ატლე იქნება

09:57 | 16.03.2018
millllani (175)

მილანმა ძაან ღირსეულად იტამაშა. რომ არა ნაბ--ი უელბეკი და შვედები უფრო სამართლიანად დამთავრდებოდა

09:52 | 16.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

რა ყ გუნდი ლიონი რუსი მათხოვრები როგორ გაუშვეს არსენალი ატლეტიკო უნდა იყოს ფინალი კაია რო ლაციოც გავიდა

09:50 | 16.03.2018
bavaria-munchen5 (1311)

1. გერმანია – 1609 ქულა

2. ბრაზილია – 14893

3. პორტუგალია – 1360

4. არგენტინა – 1359

5. ბელგია – 1337

6. პოლონეთი – 1228

6.ესპანეთი – 1228

8. შვეიცარია – 1197

9. საფრანგეთი – 1185

10. ჩილე – 1161

09:51 | 16.03.2018
bavaria-munchen5 (1311)

იტალიაა სადაა?

09:48 | 16.03.2018
bavaria-munchen5 (1311)

ნაპოლი და ატალანტა რო ამოისვეს სად იყავი მაშინ? ეხლა მზის ამოსვლას რო დაასწარი და კომენტარი გააშანშალე, აააა ეგ არა უშავს არა?

09:36 | 16.03.2018
temo11 (1570)

გერმანულ მანქანას ამოუსვეს ზალცბურგმა მაგარი ჩემპიონატია რას იზავ

09:46 | 16.03.2018
bavaria-munchen5 (1311)

შენ კიდე ამ გერმანიაზე დარდი გადაგიყოლებს მერამდენედ გეუბნები, დამამშვიდებელს თუ მაინც იღებ არაფერი მოგივიდეს

სტატისტიკა
0.281288