ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გარეტ საუთგეიტს პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე კითხეს. "სამი ლომის" თავკაცის განცხადებით, მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადება.
"ნათელია, რომ სერიოზული სიტუაციაა, რომელიც სწრაფად განვითარდა, თუმცა მე როგორც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კონცენტრირებული ვარ ფეხბურთსა და ჩემი გუნდის მომზადებაზე. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ვემზადებით და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფეხბურთელები, სტაფი და გულშემატკივრები რუსეთში დაცულები იყვნენ." - ციტირებს BBC გარეტის სიტყვებს.
უკვე ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა და ასევე მთავრობის წევრები 2018 წლის მუნდიალს ბოიკოტს უცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია ინგლისის ეროვნულ ნაკრები რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს თუ არა.