ფეხბურთი

20:10 | 15.03.2018 | ნანახია NaN - ჯერ

დეშამმა ამხანაგური მატჩებისთვის რჩეულებს უხმო

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კოლუმბიასთან და რუსეთთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

"მამლები" 24 მარტს პარიზში კოლუმბიას შეხვდებიან, ხოლო რუსეთის ეროვნულ გუნდს სანკტ-პეტერბუგში 27 მარტს დაუპირისპირებიან. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დეშამის 24-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალფონსო არეოლა (პსჟ), უგო ლორისო ("ტოტენჰემი"), სტივ მანდანდა ("მარსელი");

მცველები: ლუკა დინი ("ბარსელონა"), ლუკას ერნანდესი ("ატლეტიკო"), ლორან კოშელნი ("არსენალი"), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ჯიბრილ სიდიბე ("მონაკო"), ბენჯამინ პავარი ("შტუტგარტი"), სამუელ უმტიტი ("ბარსელონა"), რაფაელ ვარანი ("რეალი");

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი ("იუვენტუსი"), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ადრიენ რაბიო (პსჟ), ნ`გოლო კანტე ("ჩელსი"), კორენტინ ტოლისო ("ბაიერნი"), ტომა ლემარი ("მონაკო");

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ ("ჩელსი"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), უსმან დემბელე ("ბარსელონა"), ანტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორიან ტოვენი ("მარსელი"), ვისამ ბენ-იედერი ("სევილია");


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:28 | 09.02.2023
dubligi (1492)

თავიდანვე მომეწონა მიქაუტაძე მე პირადად..ნაკრებში ამ პოზიციაზე ესაა, ზივზივაძე და ვოლკოვი. მე ვფიქრობ ორივეს ჯობია. იტალიაში თუ გადავა ძალიან კარგი, უნდა მოსცილდეს ფრანგულ-ბელგიურ ფეხბურთს.

0.065953