ფეხბურთი

19:43 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ჰოლანდიასთან და იტალიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გამართოებული, 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებში პირველად მიიწვიეს "ბარნლის" მოთამაშეები ნიკ პოუპი, ჯეიმს ტარკოვსკი და "სუონსის" მცველი ალფი მოუსონი.

"სამი ლომი" 23 მარტს ჰოლანდიას ეწვევა, ხოლო 27 მარტს "უემბლიზე" "სკუადრა აძურას" უმასპინძლებს. ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუთგეიტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი ("სტოკი"), ჯო ჰარტი ("ვესტ ჰემი"), ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი"), ნიკ პოუპი ("ბარნლი");

მცველები: ჯეიმს ტარკოვსკი ("ბარნლი"), ჯონ სტოუნსი, კაილ უოლკერი (ორივე "მანჩესტერ სიტი"), ალფი მოუსონი ("სუონსი"), რაიან ბერტრანდი ("საუთჰემპტონი"), ჰარი მაგირი ("ლესტერი"), ჯოზეფ გომესი ("ლივერპული"), კირან ტრიპერი, დენი როუზი (ორივე "ტოტენჰემი");

ნახევარმცველები: ლევის კუკი ("ბორნმუთი"), ჯეიკ ლივერმორი ("ვესტ ბრომვიჩი"), ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (სამივე "ლივერპული"), ჯესი ლინგარდი, ეშლი იანგი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), დელი ალი, ერიკ დაიერი (ორივე "ტოტენჰემი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), ჯეკ უილშირი ("არსენალი");

თავდამსხმელები: დანი უელბეკი ("არსენალი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერი");

0.118634