ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “საუთჰემპტონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც “წმინდანების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან გუნდს მარკ ჰიუზი გაწვრთნის.
54 წლის სპეციალისტმა მაურისიო პელეგრინო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. “სუათჰემპტონი” 30 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება.
მარკ ჰიუზს კი “სტოკ სიტიში”, “ბლექბერნ როვერსში”, “მანჩესტერ სიტიში”, “ფულჰემში”, ქპრ-სა და უელსის ნაკრებში უმუშავია.