სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:26 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იუქმებს

კატალონიის “ბარსელონას” ბანაკში ცუდი ამბავია. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, სერხიო ბუსკეტსი მოედანზე გასვლას მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა “ჩელსისთან” მატჩში მიიღო და მე-60 წუთზე შეცვალეს. როგორც გამოკვლევამ აჩვენა დაზიანება სერიოზულია და აღდგენითი პროცესი დაახლოებით 20-30 დღე გაგრძელდება.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ბუსკეტსი “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში (3/4 აპრილი) ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, ეჭვის ქვეშ დგას საპასუხო მატჩშიც მონაწილეობა (10/11 აპრილი).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116721