სხვა

14:07 | 15.03.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ტოჩინოშინმა და გაგამარუმ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველმა სეკიტორებმა მე-5 ტურში წყვილად მოიგეს და სუპერტურნირის ერთი მესამედის შემდეგ დადებითი ბალანსი აქვთ. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეკივაკეს წოდებით მოჭიდავე ლევან გორგაძემ დღეს იაპონელი კომუსუბი ჩიოტარიუ იოლად დაამარცხა და მე-3 ქულა ჩაიწერა. ტოჩინოშინი ხვალ გასამართ მე- ტურში პირველ მაეგაშირას – იაპონელ ენდოს დაუპირისპირდება, რომელსაც მარტის სუპერტურნირზე ასევე 3 ქულა აქვს. ურთიერთშეხვედრებში კი ანგარიშია 3:2 ენდოს სასარგებლოდ.

გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა რანგით მეორე – ჯურიო ლიგაში, მიმდინარე ტურნირზე მე-4 ქულა მიითვალა და მაკუუჩიში დასაბრუნებლად მებრძოლთა ჯგუფშია.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070842