ფეხბურთი

13:42 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარა დაშავდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა დაშავდა. ესპანელმა ფეხბურთელმა “ბეშიქთაშთან” ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ტრავმის ხარისხი დეტალური გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომელიც ალკანტარას უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. იუპ ჰაინკესის აზრით კი, საგანგაშო არაფერია:

“არმგონია, რომ სერიოზული ტრავმა იყოს. მას უბრალოდ ტკივილი ჰქონდა”, - განაცხადა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, “ბაიერნმა” “ბეშიქთაში” ორი მატჩის ჯამში (8:1) დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

0.111953