ფეხბურთი

14:35 | 15.03.2018 | ნანახია 1218 - ჯერ

ინიესტა: “ესპანურ კლუბებთან დაპირისპირება არ მსურს”

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ “ჩელსისთან (3:0) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. 33 წლის ნახევარმცველის თქმით მეოთხედფინალში ესპანურ გუნდებთან დაპირისპირება არ სურს მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად იცნობს.

“ჩვენი წარმატების გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ. მოთამაშეებს სჭირდებათ გულშემატკივრები და სწორედ გულშემატკივრები გვხდიან უფრო ძლიერს, მათ მიერ გავსებული მოედნები.

მესი? მასზე ლაპარაკი არ წყდება. ის ყოველ ჯერზე უფრო დიდ ფიგურად ყალიბდება. ის უბრალოდ შეუცვლელია და ვიმედოვნებ, რომ ლიგას მოვიგებთ.

სასურველი მეტოქე? უბრალოდ ერთს ვიტყვი – არ მსურს ესპანურ კლუბებთან დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად ვიცნობთ”, - განაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 3 წარმომადგენელი მხოლოდ ესპანეთს შემორჩა -“ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “სევილია”.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:04 | 15.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რეალი ბარსა ლივერპული ბაიერნი ეს ნახევარფინალები მინდა ეს იქნება შედევრი

16:55 | 15.03.2018
BEERTRANCE (97819)

მაშინ სამართლიანობისთვის ლივეს ან სიტი ან იუვე უნდა შეხვდეს 1/4 -ში.

06:04 | 16.03.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

+1

16:53 | 15.03.2018
Beka-1991 (596)

აუ ეგ იქნება რაღაც საოცრება. მილანის გარდა ყველაზე საუკეთესოები ლიგის ისტორიაში

15:46 | 15.03.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ინიესტაზე დაახლოებით რა წარმოდგენის ვარ იცით ? აი "ქართული ოცნების" სიით რომ იყაროს კენჭი, მაინც ხმას მივცემ

17:08 | 15.03.2018
gogssi (3755)

: D

16:54 | 15.03.2018
Beka-1991 (596)

ნაციონალებიდან რო იყაროს რას შვები?

17:16 | 15.03.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

მე უფრო მმართველ პარტიებზე მაქვს გართულება, ნაცები უკვე წარსულია
"ამ მთავრობის დდშვც"-ს რეჟიმში ვარ სულ

17:23 | 15.03.2018
BEERTRANCE (97819)

წინა მთავრობის დდშ, ამ მთავრობისიც და აი ამათ მერე რო მოვა იმათიც ჰო DDDDDDD

15:20 | 15.03.2018
temo11 (1791)

სევილია ძალიანაც კი გინდათ აი რეალი ძალიან ცუდი მეტოქე იქება, რეალი რადიკალურად სხვა გუნდია ლიგაზე ვიდრე ესპანეთის ცემპიონატში. ვნახოთ იმედია რომა და სევილია არ შეხვდებიან ერთმანეთს

15:34 | 15.03.2018
BEERTRANCE (97819)

რომა სევილია მართლაც საშინელება იქნება.

15:27 | 15.03.2018
emigrat77 (1065)

რეალი რადიკალური გუდია სხვა ჩემპიონატის გუდებთან თორე ბარსას რა ფეხბურთი უნდა შეთავაზოს რეალმა ისეტი რო ჯერ არუთამაშიათ ან არ უნახავთ?

0.122384