ფეხბურთი

12:49 | 15.03.2018 | ნანახია 737 - ჯერ

მესისა და ბენ იედერის ჯადოქრობანი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, მიღწევებს, რეკორდებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ერთ გვერდზე:

11 – “ბარსელონა” ზედიზედ 11-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ასეთი სერია არავის ჰქონია.

100 – ლიონელ მესი მეორე ფეხბურთელი გახდა კრიშტიანუ რონალდუს (117) შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი გაიტანა.

100 – ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი 123 მატჩში გაიტანა, ხოლო რონალდუს იმავე ნიშნულთან მისაღწევად 137 შეხვედრა დასჭირდა.

100 – მესისა და რონალდუს შედარება, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი გაიტანეს:

თამაში: მესი – 123, რონალდუ – 137.

ნათამაშები წუთები: მესი 10 090, რონალდუ – 11 848.

დარტყმები: მესი – 524, რონალდუ - 790.

ასაკი: მესი 30 წელი და 263 დღე, რონალდუ – 32 წელი და 72 დღე.

9 – ლიონელ მესი ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის 2018 წელს საუკეთესო მეპასეა ყველა ტურნირის ჩათვლით (9).

02:08 – ლიონელ მესი კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (“ბარსელონა” და არგენტინა).

11 – იუპ ჰაინკესი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 11 თამაში მოიგო.

60 – “სევილია” ჩემპიონთა ლიგის/თასის მეოთხედფინალში 60 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

2 – ვისამ ბენ იედერი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერს”, “ოლდ ტრაფორდზე” 2 გოლი გაუტანა მაშინ, როდესაც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

49 – ევერ ბანეგას პირველ ტაიმში 52 პასიდან 49 ზუსტი ჰქონდა და ეს იყო 21-ით მეტი, ვიდრე “მანჩესტერის” საუკეთესო შედეგი იმავე მონაკვეთში.

8 – ვისამ ბენ იედერს ლიგაზე უკვე 8 გოლი აქვს გატანილი და ფრანგ ფეხბურთელებს შორის დავიდ ტრეზეგეს დამყარებული რეკორდი გაიმეორა (2001-2002 წლების სეზონში).

2:1 – ვისამ ბენ იედერმა დავიდ დე ხეას კარში 3-ჯერ დაარტყა და ორი გოლი გაუტანა, მაშინ, როცა მიმდინარე გათამაშებაში ესპანელმა 24 დარტყმიდან მხოლოდ ერთხელ გაუშვა გოლი.

19 – ვისამ ბენ იედერს ყველა ტურნირის ჩათვლით 19 გოლი აქვს გატანილი და ფრანგ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ნაბილ ფეკირი და ანტუან გრიზმანს ჩამორჩება (21 გოლი).

2 – “ბარსელონამ” “ჩელსის” კარში პირველი ორი ზუსტი დარტყმა გოლად აქცია.

2 – ლიონელ მესის საწყისი ორი შეხება ბურთთან საჯარიმოში: გოლი და საგოლე პასი.

1 – ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაზე მარჯვენა ფეხით 2015 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

2361 – ვაგნერ ლავმა ჩემპიონთა ლიგაზე 2361 დღის შემდეგ პირველად გაიტანა. ბრაზილიელს გუშინდლამდე ბოლოს ცსკა-სა და “ინტერის” შეხვედრაში გაეტანა 2011 წელს.

4 – ვისამ ბენ იედერი მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში “ოლდ ტრაფორდზე” ორი (ან მეტი) გოლი გაიტანა რაულის (2002), რონალდოს (2003) და კაკას (2007) შემდეგ.

87 – ვისამ ბენ იედერმა მოედანზე შესვლიდან 87 წამში გაიტანა გოლი და ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია.

1 –კევინ სტროტმანმა ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი პირველად გააკეთა.

5 – “ჩელსიმ” ძელს ბურთი 5-ჯერ მოარტყა და ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ “ლივერპულს” აქვს (6).

100 – ტიაგო ალკანტარას გოლი “ბაიერნისთვის” მიმდინარე სეზონში მეასე გამოდგა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

21 – “სევილიამ” “მანჩესტერის” კარისკენ 21-ჯერ დაარტყა და ბოლოს “ოლდ ტრაფორდზე” ამაზე უკეთესი მაჩვენებელი 2013 წლის მარტში, “რეალს” ჰქონდა (22).

5 – რომელუ ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა და “მანჩესტერის” ფეხბურთელთაგან ბოლოს ასეთი კარგი შედეგი უეინ რუნის ჰქონდა 2009-2010 წლების სეზონში.

2 – “მანჩესტერმა” “სევილიას” კარში სამი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დაარტყა (135 წუთი).

0 – “რომას” კარში არ მიუღია დარტყმა ჩემპიონთა ლიგაზე 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული პირველად.

1 – “სევილია” განახლებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (1991 წლიდან) პირველად გავიდა.

2 – ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი იტალიური გუნდი 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს.

3 – “რომა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესამედ გავიდა (2006-2007, 2007-2008).

1 – ედინ ჯეკომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი პირველად გაიტანა.

4 – ედინ ჯეკოს ლიგაზე 4 გოლი დაუგროვდა და მისი პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2009-2010 წლების სეზონში “ვოლფსბურგთან” ერთად დაამყარა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:39 | 02.08.2024
alfadhirhaiti (7530)

რა 20-25 წლისები? მაგათ რაიმე დამტკიცებული არ უნდა ჰქონდეთ რო მოიყვანონ? თუ მიგრანტებად მოიყვანონ და მერე ოფიციანტებად დაიწყონ მუშაობა, როგორც ხდებოდა უწინ? თამაშს ვინც უყურა, ნახავდა, რო სახო კი არა, პრობლემა მის გვერდით რო სანდოხაძე და შერგელაშვილი დგანან ეგ იყო და წინ კიდე პირესისნაირი დაბალი ხარისხის ლეგიონერები. დაუბალანსებელი გუნდია, არ იციან ამ გუნდების დაკომპლექტება საქართველოში და შ****თ. ლეგიონერები პირველ რიგში მენეჯმენტში სჭირდებათ!

00:37 | 02.08.2024
alfadhirhaiti (7530)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:58 | 01.08.2024
valeri8848 (2622)

არც მე ვემხრობი სახოს და მისნაირების ჩამოყვანას მასეთების ფეხბურთი დამთავრებულია და მხოლოდ ფული აინტერესებთ, უნდა აკრძალოს ფედერაციამ პენსიონერი უცხოელების ჩამოყვანა რამე წლოვანების ლიმიტი უნდა იყოს, მოიყვანონ 20- 25 წლის ბიჭები მეტი მოტივაცია აქვთ თავის გამოჩენის და ევრო ტურნირის თამაშის დიდი სურვილი აქვთ

23:05 | 01.08.2024
qomagi (1575)

საქართველოს ნაკრების ევრო 2024 გამოსვლის შემდეგ რაღაც იმედი მომეცა, იქნებ საკლუბო ფეხბურთსაც რაიმე ეშველოს-თქო და ისე ამათი დებილი დედა ვატირე ფედერაციის მესვეურების თამადობით. რა ჯანდაბად უნდოდათ ეს სახო და სხვა ვითომ კარგი ლეგიონერები, საშუალოზე დაბალი დონის გუნდს რომ ვერ დაამარცხებ. თბილისის დინამოს მსგავსად, ბათუმის დინამოც სოფლის და უბნის გუნდების ჩმორი გახდა, წელს მონტენეგროს ფარჩაკ გუნდებს გაუგორდნენ ლეკვებივით. უთავმოყვარეობის, უკლასობის და უტრ...ობის ზეიმია ქართულ საკლუბო ფეხბურთში. იბერიამ დღეს თუ ძალით არ წააგო, მესამე ეტაპზე მოახერხებს კიდევ და ამ დროს უკვე ანდორას, სან-მარინოს და გიბრალტარის გუნდებიც კი ახერხებენ მინიმუმ 2-3 ეტაპის გადალახვას, ფარერებზე და კოსოვოზე აღარ ვსაუბრობ.

0.067025
737