ფეხბურთი

11:04 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

არავინ, როგორც იუპ ჰაინკესი

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. გერმანელი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.

ჰაინკესის ბრწყინვალე სერია ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში, “იუვენტუსთან” მოგებით დაიწყო და დღემდე გრძელდება.

“ბაიერნმა” იუპის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი გუნდები დაამარცხა მიყოლებით:

“იუვენტუსი” (ორჯერ), “ბარსელონა” (ორჯერ), “დორტმუნდი”, “სელტიკი” (ორჯერ), “ანდერლეხტი”, პსჟ და “ბეშიქთაში” (ორჯერ).

0.139838