ფეხბურთი

22:05 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ობლაკი, გამეირო და კოშტა “ლოკომოტივთან” არ იქნებიან

“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩისთვის სამ მოთამაშეს დაასვენებს.

ძირითად მეკარეს იან ობლაკს და შემტევებს, დიეგო კოშტას და კევინ გამეიროს მცირე ტრავმა აწუხებთ. შესაბამისად, არგენტინელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ სამივე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს. თავდამსხმელები 20-კაციან განაცხადში საერთოდ არ შეუყვანია, ხოლო ობლაკი თადარიგში იქნება და “როხიბლანკოს” კარს ალექს ვერნერი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში “ატლეტიკომ” მოსკოვის “ლოკომოტივი” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” 3:0 დაამარცხა.

0.116669