“ევერტონის” და ისლანდიის ნაკრების ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი ტრავმირებულია. 28 წლის ფეხბურთელი შაბათს, “ბრაიტონთან” მოგებულ (2:0) საშინაო მატჩში დაშავდა.
როგორც გაირკვა, ისლანდიელ ფეხბურთელს მუხლი აქვს დაზიანებული და შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს. ის მინდორზე გასვლას დაახლოებით 6-8 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ სიგურდსონი “ევერტონმა” გასულ ზაფხულს "სუონსიდან", მისთვის სარეკორდო თანხად 45 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიფორმა. მან “კანფეტების” მაისური 33-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.