ფეხბურთი

19:20 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი აპრილში დაბრუნდება

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელ ჰარი კეინის ტრავმა ისეთი სერიოზული არ გამოდგა, როგორც ვარაუდობდნენ. “მამლების” ვებგვერდის ინფორმაციით, 24 წლის ფორვარდი ვარჯიშს აპრილში განაახლებს. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ კეინმა ტერფის ტრავმა წელიწადნახევარში მესამედ მიიღო. ინგლისელი ფორვარდი “ბორნმუთთან” შეხვედრაში დაშავდა.

მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირის ჩათვლით 35 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103233