ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტნის, დავიდე ასტორის დაკრძალვაზე უამრავი სპორტსმენი და იტალიური კლუბების წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, განსაკუთრებული რეზიუმე ფლორენციაში “იუვენტუსის” ფეხბურთელთა ნაწილის ჩასვლას მოჰყვა, რომელთაც ადგილობრივი პუბლიკა აპლოდისმენტებით დახვდა VIDEO.
La Nazione აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო წერილს აქვეყნებს. თუმცა, სანამ, მასზე გადავიდოდეთ, მანამდე გეტყვით, რომ “იუვენტუსი” დაკრძალვის წინა ღამეს ლონდონში იმყოფებოდა, სადაც “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა. შესაბამისად, მათ პირდაპირ ინგლისის დედაქალაქიდან ფლორენციაში მოუხდათ ჩასვლა.
“ჩვენ ვიპოვეთ კერძო თვითმფრინავი, რომელიც ხვალ დილით ფლორენციაში იქნება. იმ შემთხვევაში თუ წამოსვლა გსურთ, დილის 04:30 საათზე სასტურმოს ჰოლში დაველოდებით. ძალიან კარგად მესმის, რომ ასეთი მძიმე თამაშის შემდეგ დასვენება და ძილი გჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მივდივართ დავიდესთან გამოსამშვიდობებლად”, - ეს სიტყვები ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნის, რომელიც მან “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელების წინაშე წარმოსთქვა.
ფლორენციაში გამგზავრების მსრუველი კი, თურმე არა ერთეულები, არამედ მთელი გუნდი ყოფილა. თუმცა, აქ ერთი პრობლემა წარმოიშვა. თვითმფრინავში მხოლოდ 12 ადგილი იყო თავისუფალი და ამაში ეკიპაჟის წევრებიც შედიოდნენ. შესაბამისად, ლონდონიდან პირდაპირ ფლორენციაში მხოლოდ მასიმილიანო ალეგრი, ანდრეა ბარძალი, დანიელე რუგანი, კლაუდიო მარკიზიო, მირალემ პიანიჩი, მედჰი ბენატია, ჯორჯო კიელინი, მარკო ლანდუჩი (ალეგრის თანაშემწე) და ჯიჯი ბუფონი გაფრინდნენ. მათ კი, ფლორენციაში ფედერიკო ბერნარდესკი დახვდათ, რომელიც ლონდონში გუნდს ტრავმის გამო არ გაჰყოლია.
იტალიური სპორტული სამყარო “იუვენტუსის” ფეხბურთელების ასეთი ნაბიჯით აღფრთოვანებულნი არიან და ვარაუდობენ, რომ “ფიორენტინას” ტიფოზების სიძულვილი ტურინული გუნდის მიმართ ამ დიდებული ჟესტით უკანა პლანზე გადაიწევს...