ფეხბურთი

17:57 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა

დიდი ბრიტანეთი რუსეთთან დიპოლმატიურ ურთიერთობას წყვეტს. როგორც პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, დიდ ბრიტანეთს 23 რუსი დიპლომატი დატოვებს.

გარდა ამისა, ბრიტანეთი ბოიკოტს უცხადებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს და შესაბამისად, მთავრობის წარმომადგენლები მუნდიალზე არ ჩავლენ. თუმცა, ჯერჯერობით არ დადასტურებულა, გამოუცხადებს თუ არა ბოიკოტს უშუალოდ ინგლისის ნაკრები პლანეტის პირველობას.

დიდი ბრიტანეთი რუსულ მხარეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ადანაშაულებს და ზემოხსენებული გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი შესაძლოა პოლონეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ გამოუცხადონ.

0.138174