ფეხბურთი

15:20 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიეროს რეაქცია, როცა გაიგო, რომ კარში აყენებდნენ... (VIDEO)

ალესანდრო დელ პიერომ კარგა ხანია აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ სამშობლოში პოპულარობას დღემდე არ კარგავს. "იუვენტუსის" ყოფილ კაპიტანს სხვა და სხვა სარეკლამო რგოლებში ხშირად იღებენ. ამჯერად, ალესანდრო ერთ-ერთი ვიტამინის რეკლამაში გადაიღეს, რომელიც მართლაც სახალისო გამოვიდა.

ყველაზე საინტერესო სცენა კი, ლიფტში გათამაშდა, სადაც დელ პიეროს უცხო ადამიანი ხვდება, რომელიც მას ბუნებრივია იცნობს და ფეხბურთის თამაშს შესთავაზებს. მოკლედ, ამ დიალოგს ქართულად წარმოგიდგენთ, დანარჩენი კი, უნდა ნახოთ, ვიდეოდანაც კარგად ჩანს ყველაფერი...

- გამარჯობა! ხვალ ფეხბურთს ვთამაშობთ და ერთი მოთამაშე გვაკლია. ითამაშებ ჩვენთან?

- დიახ, კარგი, კარგი (დელ პიერო).

შემდეგ უცნობი პიროვნება, რომელიც ტელეფონზე მეგობარს ესაუბრება, მას ასეთ ამბავს ამცნობს:

- ჯორჯო, ყველაფერი რიგზეა. მეკარე ვიპოვე!

სარეკლამო რგოლის მთელი არსიც ამაშია. ალესანდროს რეაქცია კი, ერთობ სახალისო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129794