სხვა

13:36 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დრამატულად დამარცხდა, გაგამარუმ მესამე ქულა ჩაიწერა

ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე, ოთხი ტურის შემდეგ, სეკივაკე ტოჩინოშინის ანგარიშზე 2-2 მოგება და წაგებაა. დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტაკაკეიშოსთან დღევანდელ დაპირისპირებას ლევან გორგაძე მინიმალური დადებითი ბალანსით შეხვდა. ლიდერების უახლოეს მდევართა ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად კი სულ ცოტა დააკლდა. დღის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირების მიწურულს დოჰიოს მიღმა ორივე სეკიტორი გადავარდა. შამწუხაროდ, წონასწორობა პირველმა ტოჩინოშინმა დაკარგა და ქულა მისმა მეტოქემ ჩაიწერა.

ლევან გორგაძე სეზონის მეორე სუპერტურნირს ბარძაყის ტრავმით ატარებს და დღეს კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, როგორ უშლის ეს პრობლემა ხელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში.

მეხუთე ტურში ქართველი სეკივაკე იაპონელ კომუსუბის – ჩიოტარიუს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან ორი აქვს მოგებული.

ტოჩინოშინისგან განსხვავებით, მეოთხე ტური წარმატებული გამოდგა რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვის – გაგამარუს ანგარიშზე 3 მოგება და 1 წაგებაა.

0.114474