ფეხბურთი

13:10 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ბური: "მოურინიომ თითქმის მილიარდი დახარჯა და შედეგს ყველა ხედავს"

ჟოზე მოურინიოსა და ფრანკ დე ბურის სიტყვიერი ბრძოლა გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ ცუდია, მარკუს რაშფორდის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ არისო.

თავის მხრივ, “განსაკუთრებული” არ ჩამორჩა და დე ბურს პრემიერლიგის ისტორიაში უცუდესი მწვრთნელი უწოდა. ახლა უკვე, ფრანკის ჯერი დადგა, რომელმაც “სევილიასთან” “მანჩესტერის” მარცხის შემდეგ ისაუბრა:

“დიახ, მოურინიოს შეუძლია მიწოდოს პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი, მაგრამ ყველამ ვნახეთ “სევილიასთან” მატჩი. მან თითქმის 1 მილიარდი დახარჯა კარიერაში ტრანსფერებისთვის და ყველა ვხედავთ, როგორ თამაშობენ მისი გუნდები”, - განაცხადა დე ბურმა.

0.11948