ფეხბურთი

12:42 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონტელას განსაკუთრებული საღამო

ესპანური “სევილიას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ბედნიერია. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, “ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვება ყოველთვის პრესტიჟულია.

“დაუჯერებელია, რომ ამ განსაკუთრებულ სტადიონზე გავიმარჯვეთ და მეოთხედფინალში 60 წლის შემდეგ პირველად გავედით. ბედნიერი ვარ, რომ ბენ იედერი გადამწყვეტი იყო. ეს განსაკუთრებული საღამო იყო – ბრწყინვალე სტადიონზე მოვიგეთ და ბედნიერი ვარ.

პრესტიჟული შედეგია. მომდევნო მეტოქე? – მსურს ფინალში ეუსებიო დი ფრანჩესკოს დავუპირისპირდე (“რომას” თავკაცი – რედ)”, - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, “სევილიამ” “მანჩესტერი” “ოლდ ტრაფორდზე” 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

0.131979