ფეხბურთი

10:15 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "მანჩესტერის" ლიგიდან გავარდნაზე: "ამ გუნდისთვის ახალი არაფერი მომხდარა"

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მისი გუნდისთვის სიახლე არაა. როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, ცხოვრება გრძელდება და მწუხარების დრო არაა.

“ნათელი იყო, რომ პირველი გოლი დიდ როლს ითამაშებდა, ხოლო მეორე გოლის შემდეგ თითქმის შეუძლებელი გახდა მატჩის გადარჩენა. სინამდვილეში ჩვენ საგოლე შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვეცადეთ, რომ პირველივე წუთიდან აგრესიულად გვეთამაშა, მაგრამ ვერ შევძელით, ხოლო დროთა განმავლობაში “სევილიამ” თამაში გააკონტროლა.

ამ წაგებით დრამის შექმნა არ ღირს, ამისთვის დრო არ გვაქვს. ფეხბურთი არაა სამყაროს დასასრული და შაბათს მომდევნო მატჩი გველოდება. მწუხარებისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს.

ამ სკამზე აქამდე ორჯერ ვიჯექი – ჯერ 2004 წელს, როდესაც "პორტუმ" დაამარცხა “მანჩესტერი”, ხოლო მეორედ, 2013 წელს, როდესაც “რეალმა” გამოთიშა ასპარეზობას. ასე რომ, ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა სიახლე არაა”, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” “სევილიასთან” ორი მატჩის ჯამში (1:2) დამარცხდა და ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს დაემშვიდობა.

0.11734