ავტოსპორტი

0:54 | 14.03.2018 | ნანახია 488 - ჯერ

„რედ ბული“ „ჰონდას“ ძრავებზე გადასვლას აპირებს

ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტის“ მიერ მოპოვებული არაოფიციალური ინფორმაციით, „რედ ბულ რეისინგი“ აღარ აპირებს „რენოსთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას. იმავდროულად, მილტონ კინსელებს პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვთ „ჰონდასთან“ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება.

ბარსელონაში გამართული ტესტების დროს, ფრანგულმა კომპანიამ წითელ ხარებს შეახსენა, რომ მათგან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე პასუხს მანამ ელის, სანამ FIA-ს მიერ დადგენილი ვადა ამოიწურება. მაგრამ როგორც ჩანს, ავსტრიულ გუნდში დააფიქრა იმ სიტუაციამ, რომელიც ტესტების დროს გამოიკვეთა - იაპონური ძრავები, წინა სამი სეზონისგან განსხვავებით, გამძლეობით გამოირჩევა.

ამაზე სტატისტიკა მეტყველებს: „რედ ბულის“ მეორე გუნდმა „ტორო როსომ“ ტესტების დროს ჯამში 822 წრე გაიარა, რაც დაახლოებით 4 ათასი კილომეტრის ტოლფასია. უფრო საინტერესო ისაა, რომ ტესტებისას „ჰონდას“ ძრავს პრობლემები პრაქტიკულად არ ჰქონია. გავლილი მანძილი ჯამში 13 რბოლის დისტანციის მანძილს შეადგენს. და კიდევ ერთი - გუნდმა ბოლო 498 სატესტო წრე მხოლოდ ერთი აგრეგატით გაიარა. ამაზე მეტის გავლა მხოლოდ „მერსედესმა“ და „ფერარიმ“ შეძლეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „რედ ბულში“ დარწმუნდნენ, რომ „ჰონდას“ აგრეგატს სოლიდური პოტენციალი აქვს და რომ „მაკლარენთან“ თანამშრომლობის სამი სეზონის განმავლობაში, იაპონურ კომპანიას უიღბლობის უჩვეულოდ გრძელი პერიოდი ჰქონდა.

„ტორო როსოს“ „ჰონდას“ ძრავებზე გადაყვანა ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც, როგორც ჩანს გაამართლა. ყველა სიკეთესთან ერთად, იტალიურ გუნდს ამ სეზონში ძრავებზე ფული არ დაეხარჯება და მისი პერსონალი აქცენტს შასის განვითარებაზე მიმართავს. „რედ ბულს“ კი რეალური შანსი ექნება იმისა, რომ „ჰონდასთან“ თანამშრომლობის დაწყებისთანავე, სრულყოფილი პროდუქტი მიიღოს.

რაც შეეხება ორწლიან კონტრაქტს, ეს ლოგიკურია, რადგან ფორმულა 1-ში 2021 წლიდან ძრავების ახალი რეგლამენტი ამუშავდება. თუ „ჰონდასთან“ პარტნიორობა წარმატებული იქნება, „რედ ბული“ მისი ძრავების გამოყენებას გააგრძელებს. თუ არა, ამ შემთხვევისთვისაც ხარები უკვე ემზადებიან. არსებობს ვარაუდი, რომ „რედ ბულს“ კარგი შანსი აქვს, თანამშრომლობა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ „პორშესთან“ დაიწყოს, რომელიც ფ1-ში დაბრუნებას სწორედ ახალ რეგლამენტთან ერთად აპირებს. კიდევ ერთი ვარიანტი „ასტონ მარტინი“ და მასთან ერთად, „კოსუორტია“...

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:22 | 14.03.2018
Sheixedet (19)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.129973