ფეხბურთი

22:25 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიშჩეკი და "დორტმუნდი" ისევ ერთად

დორტმუნდის “ბორუსიამ” და ლუკაშ პიშჩეკმა თანამშრომლობა განახლეს. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პოლონელი მცველი “სიგნალ იდუნა პარკზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“დორტმუნდში არ დავბადებულვარ, მაგრამ ამ ქალაქმა ბევრი რამ მომცა. არასდროს მიფიქრია გუნდის დატოვებაზე და მსურს, რომ კარიერა აქ დავასრულო”, - განაცხადა პიშჩეკმა.

ლუკას პიშჩეკი “დორტმუნდის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს და ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

0.11796