ფეხბურთი

18:55 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელები უკრაინას უმასპინძლებენ

საქართველოს 16-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები 22 და 24 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს უკრაინასთან. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 14 საათზე დაიწყება.

მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძე უკვე შეარჩია 23 ფეხბურთელი, რომლებიც 17 მარტიდან შეკრებას დაიწყებენ და უკრაინასთან სათამაშოდ მოემზადებიან.

მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), ზურაბ ლატარია (საბურთალო), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ლუკა ხორავა (დინამო თბ), გიგა ლიპარტელიანი (იუპიტერ ბარსელონა, ესპანეთი), ალექსანდრე ტეფნაძე (დინამო თბ),

ნახევარმცველები: მურთაზ სანებლიძე (დინამო თბ), გიორგი სიჭინავა (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), გიგი ტალახაძე (სფფ აკადემია-ზუგდიდი)

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია), ავთო თოხაძე (ტორპედო).

gff.ge

0.114103