ფეხბურთი

17:35 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდია ტურის სიმბოლურში

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის სიმბოლურში “არკას” წევრი ლუკა ზარანდია მოხვდა. 22 წლის ქართველი შემტევის თამაში პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. ეს ლუკას პირველი სიმბოლურია მიმდინარე სეზონში.

ზარანდიამ გასულ ტურში “ტერმალიცასთან” (4:0) 80 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მეორე გოლში კი დიდი წვლილი შეიტანა – საგოლე პასი მიითვალა (VIDEO).

0.118161