ოსაკაში მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსიც დაიბრუნა. სეკივაკეს რანგში მოჭიდავე ლევან გორგაძე მესამე ტურში მესამე მაეგაშირას - იაპონელ კოტოშოგიკუს დაეჭიდა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა. ქართველი სეკივატორი მარტის ბაშოს ბარძაყის ტრავმით ატარებს.
ხვალ, მეოთხე ტურის შეხვედრაში ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს დაეჭიდება, რომელთანაც აქამდე გამართული სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.
ლევან გორგაძის მსგავსად, მეორე გამარჯვება მოიპოვა რანგით მეორე დივიზიონში - ჯურიოში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმაც - გაგამარუმ ლიგის მეექვსე ნომერს - ტაკანაშოს სძლია.