თამაშგარე

12:09 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

შაკირას ფეხბურთზე სიმღერას უშლიან?

ფეხბურთის რომელ ქომაგს არ ახსოვს ან ვის დაავიწყდება კოლუმბიელი მომღერლის - შაკირას მიერ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამღერი “ვაკა ვაკა“, რომელმაც ამ ისედაც პოპულარულ მომღერალს, სახელი ფეხბურთის მრავალმილიონიან ქომაგთა წრეებშიც გაუთქვა.

ზოგნი იმასაც იძახიან, აყლაყუდა ხერარდ პიკეს შაკირა გულში სწორედ ამის მერე ჩაუვარდა და ამის შემდეგ მოხდა მოსახდენიო. თუმცა ახლა სულ სხვა ამბავზე ვიხსენებთ შაკირასაც, მის სიმღერასაც და იმასაც, რომ ამ ქალის ბედი ფეხბურთთან როგორც ჩანს მართლაც მკვეთრადაა გადაჯაჭვული.

ამასწინათ, შაკირას პირადმა აგენტმა განაცხადა, რომ კოლუმბიელ მომღერალს რუსეთში გასამართი მუნდიალისთვის უკვე მომზადებული ჰქონდა ახალი ტანკლი-ტუნკლი სიმღერა, მაგრამ მავანთა მხრიდან დიდ წინააღმდეგობებს გადააწყდა და საბოლოო ჯამში მომღერალმა ამ სიმღერაზე მუშაობა შეწყვიტაო. აგენტი არ აკონკრეტებს თუ ვინ დააშინა თუ გააბრაზა შაკირა, მაგრამ ის ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც რუსეთი გაერევა, იქ მხიარულება და ნორმალურობა მთავრდება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116615