კალათბურთი

10:50 | 13.03.2018 | ნანახია 1607 - ჯერ

ბითაძემ ადრიატიკის სეზონი “იგოკეასთან” შედეგიანი მატჩით დაასრულა (+VIDEO)

სერბული “მეგა ბიმაქსის” 18 წლის ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სერბულმა კლუბმა ბოსნიურ “იგოკეას” უმასპინძლა და გოგა ბითაძის წინამძღოლობით 99:87 დაამარცხა. ეს გახლდათ ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რის შემდეგაც საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში გავიდა.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:28 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ 11-დან 6 ორქულიანი, სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“მეგა ბემაქსმა” სეზონი 8 მოგებითა და 14 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა. ახლა, ბითაძის კლუბი სერბეთის ჩემპიონატზე გადაერთვება.

gbf.ge

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:02 | 14.03.2018
სიურპრიზი (21)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:04 | 13.03.2018
მაგარი საიტია (25)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:41 | 13.03.2018
格里斯 (176)

http://www.nbadraft.net/players/goga-bitadze გარჩეულიც ყავთ და ქულების მიხედვით არის შეფასებული. ბევრს არ უწერია ესენი როგორც ჩანს არის ინტერესის ქვეშ

13:36 | 13.03.2018
格里斯 (176)

http://www.nbadraft.net/2018mock_draft

53-ზე დაქვეითნდა სავარაუდო პიკებში, სანატონიო თუ აირჩევს კარგი იქნება, ცენტრები მაგათ არ ყავთ და პოპოვიჩზე უკეთ ვინ იცის ქვედა პიკების ვარკსლავებად ქცევა.

13:10 | 13.03.2018
პანტელეიმონი (4100)

+1

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.165743