ფეხბურთი

10:24 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გადრანი უკრაინაში დაბრუნდა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გადრანი უკრაინაში დაბრუნდა და კარიერას პირველი ლიგის ბინადარ “დესნაში” გააგრძელებს. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

გადრანი ბოლოს თბილისის “დინამოში” თამაშობდა, რომელიც ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

იქამდე კი, 23 წლის ქართველი მცველი ოდესის “ჩერნომორეცში” (2015-2017) და “გაგრაში” ირჯებოდა (2012-2015).

0.108705