ფეხბურთი

11:47 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხის 200, დიბალას ჯარიმები და სუარესის მიღწევა

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

გერმანია, ბუნდესლიგა

0.43 – ბერნდ ჰოლერბახი “ჰამბურგის” ისტორიაში ყველაზე დაბალ შედეგიანი მწვრთნელი გამოდგა მოპოვებული ქულების მხრივ (0.43 ქულა საშუალოდ).

93:26 – მიჩი ბატშუაიმ 2013 წლის ნოემბრის შემდეგ “დორტმუნდის” ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა (93:26). მაშინ, “მაინცს” რობერტ ლევანდოვსკიმ 93:28 წუთზე გაუტანა.

4 – ლუკა იოვიჩმა მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, როდესაც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

5 – მარკო რუსმა მეხუთე ავტოგოლი გაიტანა. ბუნდესლიგის ისტორიაში უფრო მეტი ავტოგოლი მხოლოდ მანფრედ კაინცსა და ნიკოლცე ნოვესკის აქვთ გატანილი (6).

1 – მარიო გომესი “ლაიფციგთან” საკუთარ ნახევარზე უფრო მეტჯერ შეეხო ბურთს, ვიდრე საჯარიმოში.

150 – ტიმო ვერნერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 150 თამაში ჩაატარა.

12 – “ლევერკუზენმა” მიმდინარე სეზონში უკვე 12 თამაში მოიგო, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე ერთით მეტია (11 გამარჯვება სეზონში).

6 – ლუკას ალარიომ ბოლო 9 გოლიდან ექვსში მონაწილეობა მიიღო. (3 გოლი და სამივე მარტში).

200 – ლარს ბენდერმა ბუნდესლიგაში მეორასე თამაში ჩაატარა და ყველა “ლევერკუზენის” მაისურით.

123 – იულიან ნაგელსმანმა “ჰოფენჰაიმის” თავკაცის პოსტზე 123 ქულა დააგროვა და რალფ რანგნიკის შედეგი გააუმჯობესა (122 ქულა).

17 – ჯოშა ვაგნომანი “ჰამბურგის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ბუნდესლიგაში უთამაშია (17 წელი, 2 თვე, 27 დღე).

29 – “ვოლფსბურგმა” ბოლო 30 თამაშიდან, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 აგებდა, მხოლოდ ერთხელ მოიგო (8 ფრე, 21 წაგება).

10 – მიხაელ გრეგორტიშმა “აუგსბურგში” 25 მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა (10), ვიდრე მანამდე “ჰამბურგში” ჩატარებულ 55 შეხვედრაში.

3 – ფრანკ რიბერიმ 2018 წელს 3 გოლი გაიტანა და 2017 წელს დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა.

250 – ჟერომ ბოატენგმა “ბაიერნის” მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 250-ე მატჩი ჩაატარა.

100 – ჯოშუა გულავოჯიმ “ვოლფსბურგის” რიგებში ბუნდესლიგაში მეასედ ითამაშა.

400 – “მაინცმა” ბუნდესლიგაში მეოთხასე თამაში ჩაატარა (133 მოგება, 107 ფრე, 160 წაგება).

საფრანგეთი, ლიგა 1

35 – კოსტას მიტროღლუმ ყველაზე სწრაფი გოლი 2016 წლის 3 დეკემბრის შემდეგ შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს შორის (35 წამში). გვიდო კარილომ 2016 წელს 15 წამში გაიტანა მოედანზე შესვლიდან.

144 – პსჟ-მ ყველა ტურნირის ჩათვლით 144 გოლი გაიტანა.

3 – კრისტოფერ ნკუნკუმ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

72 – მხოლოდ პსჟ-მ (86) და “სიტიმ” (83) გაიტანეს უფრო მეტი გოლი, ვიდრე “მონაკომ” (72) ტოპ ჩემპიონატებში.

14 – “მონაკომ” ლიგა 1-ში ბოლო 20 კარში დარტყმიდან 20 გოლი გაიტანა.

4 – სტევან იოვეტიჩმა ზედიზედ 4 თამაშში გაიტანა (5 გოლი) და ეს მისი კარიერის საუკეთესო სერიაა ტოპ ჩემპიონატებში.

იტალია, სერია A

6 – ლეონარდო პავოლეტის თავით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (6).

5 – “ნაპოლიმ” თავისივე რეკორდი გაიმეორა და ზედიზედ 5 საგარეო მატჩში გოლი არ გაუშვია.

4 – 2013 წლის მარტის შემდეგ “მილანმა” პირველად მოიგო ზედიზედ ოთხი თამაში გოლგაუშვებლად.

5 – გონსალო იგუაინმა 17-დან 5 პენალტი გააცუდა 2013-2014 წლების სეზონიდან მოყოლებული და ამ პერიოდში ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ დომენიკო ბერარდის აქვს (6).

8 – იმ დროიდან, რაც პაულო დიბალა “იუვენტუსში” თამაშობს, ყველაზე მეტი ჯარიმა გაიტანა (8).

4 – მიმდინარე სეზონში ემილიანო ვივიანომ მეოთხე პენალტი მოიგერია და ეს ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

7 – “კიევომ” ზედიზედ 7 საგარეო მატჩი წააგო და “მფრინავი ვირებისთვის” ეს ანტირეკორდია.

2 – ანტონიო კარაჩოლომ კარში ორჯერ დაარტყა მიმდინარე სეზონში და ორჯერვე გოლი გაიტანა.

2 – რაჯა ნაინგოლანმა იტალიის ჩემპიონატში, ერთ მატჩში ორი საგოლე პასი პირველად მიითვალა.

50 – ალისონმა “რომას” რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 50-ე შეხვედრა ჩაატარა.

ესპანეთი, ლა ლიგა

5 – ლორენ მორონმა 21-ე საუკუნეში ესპანელ ფეხბურთელებში ყველაზე სწრაფად გაიტანა 5 გოლი (6 მატჩში).

4 – ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს ყველა ტურნირის ჩათვლით 4 საგოლე პასი გაუკეთა და ეს “რეალში” საუკეთესო შედეგია.

23 – ისკო ალარკონი (ყველა ტურნირის ჩათვლით) 23-ჯერ შეცვალეს და “რეალში” ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

3 – ოსკარ დე მარკოსმა “სან მამესზე” ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ამდენივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 პასი).

3 – კარლოს ბაკამ პაბლო ფორნალსის პასით მესამე გოლი გაიტანა.

10 – ანტუან გრიზმანმა “ატლეტიკოს” ბოლო 11 გოლიდან ათში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 2 პასი).

9 – ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში, ბოლო 11 დარტყმიდან (კარში), 9 გოლი გაიტანა.

46 – ხერარდ მორენომ “ესპანიოლის” გოლების 46.2% გაიტანა (26-დან 12).

6 – ვილიან ჟოზემ ბოლო ექვს თამაშში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 1 პასი).

9 – ჟორდი ალბა ლა ლიგაში მცველებს შორის საუკეთესო მეპასეა (9 საგოლე გადაცემა).

25 – ლუის სუარესმა ყველა იმ გუნდს გაუტანა, რომლის წინააღმდეგაც ლა ლიგაში უთამაშია (25 გუნდი, 106 გოლი).

2 – კოკეს მხოლოდ ორჯერ გაუტანია გამარჯვების გოლი. პირველად 2014 წელს და მეორედ, ახლა, “ლევანტესა” და “ხეტაფეს” შეხვედრაში.

2 – ჟოფრეი კონდოგბიამ ერთ მატჩში 2 საგოლე პასი კარიერაში პირველად გააკეთა.

6 – პედრო ლეონს “რეალთან” 6 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია.

5 – კრიშტიანუ რონალდუმ “იპურუაზე” (“ეიბარის” სტადიონი) ბოლო სამი სტუმრობისას 5 გოლი გაიტანა (4 გოლი, 1 პასი).

284 – “ჟირონას” 284 წუთია გოლი არ გაუშვია და ეს მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია (ლა ლიგის ეგიდით).

ინგლისი, პრემიერლიგა

0.93 – “საუთჰემპტონის” თავკაცის რანგში მხოლოდ ჰარი რედნაპს (0.91) და სტივ უიგლს (0.64) აქვს უფრო ცოტა ქულა მოპოვებული საშუალოდ (0.93 ქულა მატჩში).

7 – დავიდ სილვამ მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა (პრემიერლიგაში) და ამაზ უკეთესი შედეგი მხოლოდ 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა (12 გოლი).

12 – “ტოტენჰემს” უკვე 12 მატჩია არ წაუგია (9 მოგება, 3 ფრე) და ამაზე უკეთესი სერია ერთადერთხელ, 2015 წლის დეკემბრამდე ჰქონდა, როდესაც 14 მატჩი არ წააგო.

6 – სონ ჰონგ-მინმა ბოლო ოთხ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით) და ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე მანამდე 19 მატჩში ჰქონდა.

10 – დელე ალის ზედიზედ სამი სეზონია 10+ გოლი გააქვს ყველა ტურნირის ჩათვლით (ჯამში 42 გოლი).

11 – “ბორნმუთმა” ზედიზედ 11 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

700 – არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით “არსენალმა” მე-700 მატჩი მოიგო (1.222-დან).

200 – პეტერ ჩეხი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც 200 მშრალი მატჩი ჩაატარა (162 “ჩელსიში”, 38 “არსენალში”).

5 – ჰენრიხ მხითარიანმა “არსენალში” ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 4 პასი). ეს ერთით ნაკლებია, ვიდრე “მანჩესტერში” 15 მატჩში ნაჩვენები შედეგი.

2011 – პეტერ ჩეხმა პრემიერლიგაში 2011 წლის თებერვლის შემდეგ პირველი პენალტი მოიგერია (უკანასკნელად ჩეხმა ეს “ჩელსისა” და “ფულჰემის” მატჩში გააკეთა).

50 – მესუთ იოზილი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი 50 საგოლე პასის ავტორი გახდა (141 თამაშში). გერმანელმა ერიკ კანტონას შედეგი გააუმჯობესა (143 მატჩში 50 პასი).

1000 – “არსენალი” მეორე გუნდია “მანჩესტერის” შემდეგ (1066), რომელმაც პრემიერლიგაში 1000 საშინაო გოლი გაიტანა.

13 – ვილიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 13 გოლი გაიტანა და ეს ბრაზილიელის საუკეთესო შედეგია ერთ სეზონში.

30 – “ჰადერსფილდმა” “სუონსის” კარისკენ 30-ჯერ დაარტყა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ამაზე ცუდი შედეგი 2016 წლის ოქტომბერში “მანჩესტერს” ჰქონდა, როდესაც “ბარნლის” 38 დარტყმიდან გოლი ვერ გაუტანა.

3 – უეინ რუნიმ მიმდინარე სეზონში მესამე პენალტი გააცუდა და მხოლოდ რვა ფეხბურთელია, რომელთაც ერთი სეზონის მიხედვით ასეთი ცუდი მაჩვენებელი ჰქონიათ.

3 – კრის ვუდი პირველი ფეხბურთელია 2015 წლის სექტემბრის შემდეგ, რომელიც შეცვლაზე შევიდა და სამ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 პასი). ბოლოს ასეთი კარგი შედეგი სტივენ ნეისმითს ჰქონდა, რომელმაც “ევერტონის” მაისურით “ჩელსისთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა.

5 – კრის ვუდი მეხუთე ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელიც შეცვლაზე შევიდა და გოლთან ერთად საგოლე პასიც გააკეთა.

18 – რიად მაჰრეზმა მიმდინარე სეზონში 18 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 8 პასი) და ეს გასული სეზონის შედეგზე ორჯერ უკეთესია (9 – 6 გოლი, 3 პასი).

2 – ჯონჯო შელვიმ ერთ მატჩში ორი საგოლე პასი 2015 წლის მაისის შემდეგ პირველად გააკეთა.

2 – კენედი “ნიუკასლის” პირველი ფეხბურთელია 2016 წლის მაისის შემდეგ, რომელაც “სენტ ჯეიმს პარკზე” დუბლი შეასრულა. ბოლოს ეს ჯორჯინიო ვეინალდუმს ჰქონდა გაკეთებული.

11 – ჯორდან აიუმ მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი მიიღო (მე-11 წუთზე).

5 – ჯეიმი ვარდიმ რიად მაჰრეზის გადაცემით მეხუთე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და ეს იგივე შედეგია, რაც ორი წლის ჰქონდათ, როდესაც “ლესტერმა” ჩემპიონობა მოიპოვა.

5 – გლენ მიურეიმ ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 2018 წელს 6-ჯერ გამოიჩინა თავი. მიმდინარე წელს მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სერხიო აგუეროს (9 გოლი) და მოჰამედ სალაჰს (7) აქვთ.

4 – “მანჩესტერმა” დიდი ექვსეულის გუნდებთან რვა მატჩიდან 4 მოიგო (4 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება) და ეს ორჯერ უკეთესი შედეგია, ვიდრე გასულ სეზონში ჰქონდა (2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება).

58 – “ლივერპულზე” მეტი ავტოგოლი (58), მხოლოდ “მანჩესტერის” ფეხბურთელებს აქვთ გატანილი (67).

1984 – “მანჩესტერს” 1984 წლის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” არ წაუგია თამაში, რომლის პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა. ბოლოს ასეთი რამ ხსენებულ წელს, “იფსვიჩ თაუნთან” მოხდა 1:2.

29% - მარკუს რაშფორდმა დიდი ექვსეულის გუნდებთან დარტყმების 29% გოლად აქცია. სხვა გუნდებთან ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია – 10%.

0.118434