ფეხბურთი

0:30 | 13.03.2018 | ნანახია 1839 - ჯერ

"ოლდ ტრაფორდზე" ნულებით იწყებენ

“ოლდ ტრაფორდზე” ყველაფერი ნულიდან იწყება – სამი კვირის წინ “სანჩეს პისხუანზე” გამართულმა 90 წუთმა “მანჩესტერისა” და “სევილიას” წყვილში ვერაფერი შეცვალა. გუნდები უგოლოდ გაიყარნენ და ბუნებრივია, დღეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს.

ადალუზიაში მასპინძლები უფრო ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ჟოზე მოურინიომ სასურველ შედეგს მაინც მიაღწია. ცალსახაა, რომ საკუთარ მოედანზე “მანჩესტერის” თამაში უფრო თამამი უნდა იყოს. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ინგლისელებს გოლი აქვთ გასატანი. “წითელი ეშმაკები” ჩინებულ ფორმაში არიან – “ჩელსი” და “ლივერპული” დაამარცხეს, ხოლო შუალედში “კრისტალ პალასს” ორბურთიანი უპირატესობა აღმოუფხვრეს.

თავის მხრივ, “სევილიაზე” იგივეს ვერ ვიტყვით. “დალაქებმა” შინ “ვალენსიასთან” წააგეს და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი თითქმის გაინულეს. შესაბამისად, ახლა მათთვის “მანჩესტერთან” თამაში მთავარი საზომია.

დღევანდელ შეხვედრაში სტუმრებს კორშია და კარიკო, ხოლო მასპინძლებს როხო, ჯონსი, ბლინდი და ერერა დააკლდებათ. გარდა ამისა, საეჭვოა პოგბასა და იბრაჰიმოვიჩის თამაში, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა.

ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი): “მართლაც ძალიან რთული თამაში გველოდება. ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც სტუმრად “ლივერპულთან” არ წააგო, როგორც სახლში, ისე სტუმრად. გუნდს, რომელმაც ლივერპულში გოლები გაიტანა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ “ლივერპული” კარგი გუნდია, მნიშვნელოვანი სტადიონით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “სევილია” მაღალი დონის გუნდია. პოგბა? ჯერ კიდევ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა”.

ვინჩენცო მონტელა (“სევილიას” მთავარი მწვრთნელი): “სევილიასთვის” განსაკუთრებული თამაშია. ჩვენთვის მეოთხედფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ეტაპზე არ გვითამაშია. ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია ასეთ პრესტიჟულ გუნდთან. ყველაფერი უნდა გავიღოთ და საგოლე მომენტები გამოვიყენოთ. ვიცით, რომ “იუნაიტედმა” “ლივერპული” და “ჩელსი” დაამარცხა. მათ კარგი სერია აქვთ და იმედია ხელს შევუშლით. ჩვენი თამაშის სტილი დღეს არ შეიცვლება – თავი კარგად უნდა დავიცვათ და შევუტიოთ, როდესაც შანსი მოგვეცემა”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

13 მარტი, 23:45 საათი

“მანჩესტერი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია, ბაილი, სმოლინგი იანგი; მაკტომინეი, მატიჩი; მატა, სანჩესი, რაშფორდი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; ნავასი, მერკადო, ლენგლე, ესკუდერო; პიზარო, ნ’ზონზი; სარაბია, ბანეგა, კორეა; მურიელი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

“სევილიას” მერვედფინალური ეტაპი არასდროს გადაულახავს, მაგრამ ამის გაკეთებას “მანჩესტერ იუნაიტედთან” ეცდება.

ესპანურმა გუნდმა ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ვინჩენცო მონტელამ დეკემბერში ედუარდო ბერიცო ჩაანაცვლა. “დალაქები” მეოთხედ ეცდებიან მეოთხედფინალში გასვლას.

“მანჩესტერი” პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა და მერვედფინალში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. “წითელ ეშმაკებს” ესპანეშთი ბოლო რვა მატჩიდან ერთადერთი აქვთ მოგებული.

სტატისტიკა

მანჩესტერ იუნაიტედი

“მანჩესტერი” მერვედფინალში მეათედ ითამაშებს. წინა 9 შემთხვევაში ბალანსი დადებითია: 6 გასვლა შემდეგ ეტაპზე, 3 გამოთიშვა. ბოლოს იყო “ოლიმპიაკოსთან” მერვედფინალი 2013-2014 წლების სეზონში (0:2 სტუმრად, 3:0 შინ). აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა 2003-2004 და 2004-2005 წლებში პირველი ორი მეორვედფინალი დათმეს (“პორტუსთან” და “მილანთან”).

მერვედფინალში “მანჩესტერის” ბალანსი გასვლით მატჩებში: 2 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფის ბალანსი: 6 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 7 გამოთიშვა.

ეს იქნება “მანჩესტერის” მეცხრე თამაში მიმდინარე სეზონში ევროთასებზე და მესამე ესპაუნრ გუნდთან. “რეალთან” სკოპიეში ჟოზე მოურინიოს გუნდი ევროპის სუპერთასზე 1:2 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩში დასრულდა “იუნაიტედის” 11 მატჩიანი წაუგებელი სერია (8 მოგება, 3 ფრე), რომელიც “ფენერბახჩესთან” (1:2) მარცხის შემდეგ დაიწყო.

“წითელმა ეშმაკებმა” ჯგუფურ ეტაპზე ხუთი მატჩი მოიგეს, ხოლო სტუმრად ცსკა 4:1 და “ბენფიკა” 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი მარცხი ბაზელში განიცადეს (0:1).

“ბაზელთან” მარცხით დასრულდა “მანჩესტერის” წაუგებელი სერია სტუმრად (5 მოგება 2 ფრე). ეს სერიაც სტამბულში, “ფენერბახჩესთან” წაგების შემდეგ დაიწყო.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა გასულ სეზონში ესპანური “სელტა” დაამარცხა (1:0 სტუმრად, 1:1 შინ).

“მანჩესტერის” ბალანსი ესპანურ გუნდებთან: 51 თამაში, 13 მოგება, 21 ფრე, 17 წაგება (სახლში: 9 მოგება, 10 ფრე, 4 წაგება). ბოლო ოთხი თამაშიდან კი, ორი აქვს წაგებული.

“იუნაიტედს” ესპანური გუნდების წინააღმდეგ სამი ფინალი აქვს ნათამაშები და ყველა “ბარსელონას” წინააღმდეგ. ინგლისელებმა 1990-1991 წლების სეზონში თასების თასზე აჯობეს მეტოქეს (2:1), ხოლო 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ეგიდით ორჯერ დამარცხდა. შესაბამისად, 0:2 და 1:3.

„იუნაიტედმა“ 15 შემთხვევიდან 11-ჯერ შეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი მატჩი სტუმრად ფრედ დაასრულა. მათ შორის, გასულ სეზონში, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „ანდერლეხტთან“ (სტუმრად 1:1, შინ 2:1 დამატებით დროში).

რაც შეეხება უშუალოდ 0:0, 9 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 3 გამოთიშვა. ბოლოს, 2010-2011 წლების სეზონში „მარსელთან“ (სტუმრად 0:0, შინ 2:1).

„მანჩესტერი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2007-2008 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „ჩელსი“ (6:5)

1992-1993, უეფას თასი, პირველი ეტაპი: „სპარტაკი“ (3:4)

1984-1985, უეფას თასი, მეოთხედფინალი: „ვიდეოტონი“ (4:5)

სევილია

“სევილიას” მერვედფინალში ქამდე სამჯერ უთამაშია და სამჯერვე გათამაშებას გამოეთისა. პირველად ეს 2007-2008 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “ფენერბახჩესთან” წააგო (2:3 სტუმრად, 3:2 შინ და პენალტების სერიაში 2:3). ორი წლის შმედეგ უკვე ცსკა-სთან ვერ გახდა ვერაფერს (1:1 სტუმრად, 1:2 შინ) ხოლო შარშან “ლესტერთან” დამარცხდა (2:1 შინ, 0:2 სტუმრად).

სტუმრად „სევილიას“ ბალანსი ლიგის პლეი-ოფში ასეთია: 1 ფრე, 2 წაგება.

„სევილიას“ არასდროს მოუგია ინგლისში (3 ფრე, 3 წაგება). მიმდინარე სეზონში კი, „ლივერპულს“ „ენფილდზე“ დაუზავდა (2:2).

ბალანსი ინგლისურ გუნდებთან პლეი-ოფში: 1 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 1 გამოთიშვა. “ლესტერთან” საპლეი-ოფო მარცხზე მოგახსენეთ, ხოლო გამარჯვება 2006-2007 წლების სეზონზე მოდის, როდესაც ანდალუზიელებმა უეფას თასის მეოთხედფინალში “ტოტენჰემი” დაჯაბნეს (2:1 შინ, 2:2 სტუმრად).

„სევილიას“ ევროთასებზე ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს წაგებული (3 მოგება, 6 ფრე).

„სევილია“ 6 შემთხვევიდან სამჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, როდესაც შინ ფრე ითამაშა პირველ შეხვედრაში.

უშუალოდ 0:0 რაც შეეხება - სამიდან ორ შემთხვევაში ანდალუზიელები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

„სევილია“ პენალტების სერიაში: 5 მოგება, 1 წაგება

2015-2016 წლების სეზონი, ევროპა ლიგა, მეოთხედფინალი: „ბილბაო“ (5:4)

2013-2014, ევროპა ლიგა, ფინალი: „ბენფიკა“ (4:2)

2013-2014, ევროპა ლიგა, მერვედფინალი: „ბეტისი“ (4:3)

2007-2008, ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი: „ფენერბახჩე“ (2:3)

2006-2007, უეფას თასი, ფინალი: „ესპანიოლი“ (3:1)

1990-1991, უეფას თასი, პირველი ეტაპი: პაოკ (4:3)

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ჟოზე მოურინიოს “რეალის” თავკაცის რანგში 2010-2013 წლებში “სევილიასთვის” რვიდან 7 მატჩი აქვს მოგებული. “სამეფო კლუბმა” 23 გოლი გაიტანა და გაუშვა მხოლოდ – 6.

დავი დე ხეას “სევილიასთან” არასდროს მოუგია (1 ფრე, 3 წაგება).

ერიკ ბაილის ბალანსი კი ასეთია: 1 მოგება, 4 წაგება.

ანდერ ერერას “სევილიას” წინააღმდეგ ცხრაჯერ უთამაშია და ერთი გოლიც გაუტანა (5 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).

ხუან მატამ კი, ასევე 9 მატჩში ანდალუზიელებს 3 გოლი გაუტანა (3 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება).

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი, ოთხ მატჩში ორჯერ დაამწუხრა ესპანური გუნდი (2 მოგება, 2 წაგება).

როკე მესამ და სანდრო რამირესმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერთან” 0:4 უკვე წააგეს.

ნ’ზონზის “იუნაიტედი” 9 მატჩიდან ერთხელ ჰყავს დამარცხებული (2 ფრე, 6 წაგება).

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა (“ატლეტიკო” 2008-2011)

ერიკ ბაილი (“ესპანიოლი” 2013-2015, “ვილიარეალი” 2015-2016)

ანდერ ერერა (“სარაგოსა” 2008-2011, “ბილბაო” 2011-2014)

ხუან მატა (“რეალი კასტილია” 2006-2007, “ვალენსია” 2007-2011)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“ბარსელონა” 2009-2010)

ალექსის სანჩესი (“ბარსელონა” 2011-2014)

ინგლისში უთამაშიათ

სტივენ ნ’ზონზი (“ბლექბერნი” 2009-2012, “სტოკ სიტი” 2012-2015)

ხესუს ნავასი (“სიტი” 2013-2017)

ნილიტო (“სიტი” 2016-2017)

დანიელ კარიკო (“რედინგი” 2013)

სანდრო რამირესი (“ევერტონი” 2017)

როკე მესა (“სუონსი” 2017)

ერთად უთამაშიათ

ლუის მურიელი და სერხიო რომერო (“სამპდორია” 2015)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ნოლიტო, სერხიო რიკო და ანდერ ერერა, დავიდ დე ხეა, ხუან მატა (ესპანეთი)

გაბრიელ მერკადო, ნიკო პარეხა, ევერ ბანეგა, ხოაკინ კორეა, გვიდო პიზარო და სერხიო რომერო, მარკოს როხო (არგენტინა)

სებასტიან კორშია, სტივენ ნ’ზონზი და პოლ პოგბა (საფრანგეთი).

Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:23 | 14.03.2018
stoikovich (5816)

აქ კომენტარებია, გაუყვანიათ მანიუ ფაქტიურად=D აწოვეს განსაკუტრებულს. მოგი...ან გუნდობა

16:15 | 13.03.2018
#გავკარიჩემსპრეზიდენტს (KORBEN) (13525)

თუ პირველმა შეაგდო მანიუმ, იმედია ჟოზე არ გაიფშიკება და ანგარიშის შენარჩუნებაზე არ გადავა გუნდი. სულ თავისუფლად შეიძლება ამ სევილიის თუნდაც 3-4 ბურთიანი სხვაობით დამარცხება.

14:48 | 13.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (10327)

სევილია გავა ალბათ

15:48 | 13.03.2018
keano16 (43)

13:49 | 13.03.2018
keano16 (43)

დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ ბიჭებოოოო მანჩესტერს გაუმარჯოს!!!!!!!

20:20 | 13.03.2018
lagashi (3177)

გილოცავ და მანიუს მოგებაც მომელოცოს

11:47 | 13.03.2018
barcelona1991 (3359)

იმედია მოიგებს მანიუ.მანიუს და იუვეს მოგება ატალანტასთან მიწერია 100 ლარში.

10:55 | 13.03.2018
temo11 (1564)

ფორით მოიგებს მანჩესტერი, ჩემი აზრით

09:40 | 13.03.2018
Oto. (4537)

ავტორ ჯგუფში სევილიაც პირველზე გავიდა და მანჩესტერიც არაა???ვაი ვაი.

09:36 | 13.03.2018
Oto. (4537)

2-0

02:12 | 13.03.2018
tomasmuller (628)

რთული თამაში ექნება მანიუს

00:38 | 13.03.2018
korn (245)

მარტივი გასეირნება ნაღდათ არ იქნება,სწრაფი გოლი ბევრ რამეს გადაწყვეტს

სტატისტიკა
0.203124