ფეხბურთი

1:14 | 13.03.2018 | ნანახია 1856 - ჯერ

"შახტარის" გზა მერვედფინალში რომზე გადის

იტალიური “რომა” მარტივი ამოცანის წინაშე დგას – უნდა გაიმარჯვოს (სასურველია მშრალი ანგარიშით) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს. თუმცა, ეს მხოლოდ სათქმელად ჟღერს მარტივად, თორემ ახლა “შახტარის” შანსი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გაცილებით ფასობს.

დიახ, რადგან უკრაინის ჩემპიონმა სამი კვირის წინ ხარკოვში გაიმარჯვა და სრულიად დამსახურებულად. მაშინ, ორი განსხვავებული ტაიმი შედგა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან იწყება. 2:1 არაა ის ანგარიში, რამეზე გადაჭრით რომ ვისაუბროთ.

ბოლო პერიოდში ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაშია. “რომამ” “შახტართან” მარცხის შემდეგ “ნაპოლი” და “ტორინო” ლამაზ სტილში დაამარცხა, ხოლო დონბასელები უკრაინის ჩემპიონატში ჩინებულად ასპარეზობენ.

ეუსებიო დი ფრანჩესკო და პაულუ ფონსეკა საკადრო პრობლემებს დიდად არ უჩივიან. სტუმრებს პირველ მატჩში დაშავებული კრივცოვი ვერ დაეხმარებათ. მას ორდეც ჩაანაცვლებს, ხოლო დავით ხოჭოლავას სათადარიგო სკამზე უნდა ველოდოთ. “რომას” კი, მხოლოდ კარსდორპი დააკლდება, რომელიც დიდი ხანია უკვე ლაზარეთშია.

დი ფრანჩესკო ამბობს, რომ მისმა გუნდმა უკრაინაში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და ორივე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატაროს. პაულუ ფონსეკას განცხადებით კი, მისი გუნდი კარგ ფორმაშია, თუმცა რთულ შეხვედრას ელოდება.

ეუსებიო დი ფრანჩესკო (“რომას” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ გვინდა შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამიტომ, მხოლოდ ერთი ტაიმი არ უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, სტაბილურობას მოვახერხებთ, რადგან ეს, ის თამაშია, სადაც შეცდომის უფლება არ გვაქვს. ხარკოვში შეცდომები დავუშვით, არა ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად. ეს აღარ უნდა განმეორდეს”.

პაულუ ფონსეკა (“შახტარის” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან რთული თამაში იქნება. “რომამ” ჯგუფში “ჩელსისა” და “ატლეტიკოს” აჯობა. მასთან დაპირისპირება ადვილი არაა, თანაც ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო. ჩვენზე ზეწოლა იქნება პირველივე წუთიდან და თავი კარგად უნდა დავიცვათ. “შახტარი” შესანიშნავ ფორმაშია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად”,

სავარაუდო შემადგენლობები:

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

13 მარტი, 23:45 სათი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ჯენგიზ უნდერი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

“შახტარი” და “რომა” მერვედფინალში დიდი ტრადიციებით თავს ვერ იწონებენ, მაგრამ ახლა ორივე გუნდს შანსი აქვს ამ მხრივ მდგომარეობა გამოიკეთონ.

“შახტარს” მერვედფინალში აქამდე სამჯერ უთამაშია და შემდეგ ეტაპზე ერთხელ გავიდა. ეს 2010-2011 წლების სეზონში მოხდა და მაშინ დონბასელებმა სწორედ “რომას” აჯობეს ორი მატჩის ჯამში. შემდეგ კი, ამავე ეტაპზე უკრაინული გუნდი ორჯერ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.

“რომამ” საკმაოდ რთულ ქვეჯგუფში შეძლო პირველი ადგილის მოპოვება (“ჩელსი” და “ატლეტიკო”). “ჯალოროსი” მერვედფინალში მეექვსედ გავიდა, მაგრამ მეოთხედფინალში 10 წელია არ უთამაშია. ბოლო სამი მერვედფინალური დუელი კი წაგებული აქვს.

ურთიერთშეხვედრები

2010-2011 წლების სეზონში “შახტარმა” “რომა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ძალზე მარტივად დაამარცხა. პირველი მატჩი რომში უკრაინელებმა 3:2 მოიგეს. მაშინ ანგარიში რაზვან რაცის ავტოგოლით გაიხსნა, მაგრამ პირველივე ტაიმში ჟადსონმა დუგლას კოშტამ და ლუის ადრიანომ სამჯერ გაიტანეს. ჟერემი მენეზის გოლი კი, მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა.

მირჩა ლუჩესკუს გუდნმა დონეცკში ვილიანის დუბლითა და ედუარდოს გოლებით ადვილად გაიმარჯვა. იმ შეხვედრაში მარკო ბორიელომ პენალტი ვერ გაიტანა.

2011 წლის 16 თებერვალს, რომში, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

„რომა“: დონი, კასეტი, ბურდისო, მექსე, რიისე (კასტელინი 46), ტადეი, დე როსი, პეროტა, მენესი, ტოტი, ვუჩინიჩი (ბორიელო 86)

„შახტარი“: პიატოვი, სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი, ჰუბშმანი, მხითარიანი (ვისტენეცი 78), დუგლას კოშტა (ედუარდო 66), ჟადსონი (ალექს ალექს ტეიშეირა 85), ვილიანი, ლუის ადრიანო

ტარას სტეპანენკო, რომელიც დღეს “შახტარის” ერთ-ერთი ლიდერია, მაშინ სათადარიგო სკამზე იჯდა.

მანამდე იყო კიდევ ერთი დუელი. 2006-2007 წლების სეზონში ამ გუნდთა გზა ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. “რომამ” იტალიაში როდრიგო ტადეის, ფრანჩესკო ტოტის, დანიელე დე როსისა და დავიდ პიზაროს გოლებით 4:0 მანამდე 4:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ რომაელებმა ყველა გოლი მატჩის საწყის 24 წუთში გაიტანეს. მოკლედ, ურთიერთშეხვედრებში უკრაინელები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ: 3 მოგება, 1 წაგება.

2006 წლის 12 სექტემბერს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

„რომა“: დონი, პანუჩი, ფერარი, კივუ, ტონეტო, დე როსი, აკვილანი (პიზარო 62), ტადეი, პეროტა, მანსინი (კასეტი 87), ტოტი (მონტელა 80)

„შახტარი“: შუტკოვი, სრნა, ჰუბმშანი, ლევანდოვსკი, რაცი, მატუზალემი (გაი 72, ჟადსონი 81), ტიმოშჩუკი, დულაი, მარიკა, ელანო, ბრანდაო (აგაჰოვა 63)

უკრაინაში სახლში ჩიპრიან მარიკას გოლით 1:0 მოიგეს.

სტატისტიკა

რომა

“რომა” მერვედფინალში მეექვსედ იმყოფება. წინა ხუთი შემთხვევიდან კი ასეთი ბალანსით იწონებს თავს: 2 გასვლა შემდეგ ეტაპზე, 3 გამოთიშვა. “ჯალოროსიმ” 2006-2007 წლების სეზონში “ლიონი” დაამარცხა (0:0, 2:0), ხოლო ერთი წლის შემდეგ “რეალი” (2:1, 2:1). 2008-2009 წლების სეზონში “არსენალთან” წააგო (0:1, 1:0 პენალტები: 4:5), 2010-2011 წლების სეზონში “შახტართან” (2:3, 0:3) და 2015-2016 წლების სეზონში “რეალთან” (0:2, 0:2).

“რომამ” მერვედფინალში ჩატარებული ბოლო ოთხი მატჩი წააგო. ორი წლის წინ იტალიელებმა “რეალთან” ორჯერ წააგეს (0:2, 0:2).

“შახტარის” გარდა “რომას” უკრაინაში კიდევ ორჯერ აქვს ნათამაშები და ორჯერვე კიევის “დინამოსთან”. 2004 წელს 0:2 წააგო, მაგრამ 2007 წელს 4:1 დაამარცხა მეტოქე.

„რომას“ ბალანსი უკრაინულ გუნდებთა საკუთარ მოედანზე ასეთია: 2 მოგება, 2 წაგება (ჯამში: 3 მოგება, 6 წაგება).

„რომამ“ ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. „ჩელსისთან“ 3:0, „ყარაბაღთან“ 1:0, „ატლეტიკოსთან“ 0:0. ბოლო ათ საშინაო მატჩში კი (ჩემპიონთა ლიგაზე) რომაელებს მხოლოდ სამი აქვთ მოგებული.

გასულ სეზონში “რომა” დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე “პორტუსთან” დამარცხდა (1:1, 0:3) და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მერვედფინალში “ლიონთან” დამარცხდა ორი მატჩის ჯამში (4:5).

„ჯალოროსი“ სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ ეტაპზე ერთხელ გასულა და ერთხელაც ტურნირს გამოეთიშა. 1995-1996 წლების სეზონში უეფას თასზე შინ 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო 1998-1999 წლების სეზონში „ატლეტიკოსთან“ შინაც 1:2 წააგო.

„რომა“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 3 წაგება

2008-2009 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი: „არსენალი“ (6:7)

1986-1987, თასების თასი, პირველი ეტაპი, „სარაგოსა“ (3:4)

1983-1984, ჩემპიონთა თასი, ფინალი: „ლივერპული“ (3:4)

1982-1983, უეფას თასი, მეორე ეტაპი, „ნორჩეპინგი“ (4:2)

შახტარი

2011 წელს “რომასთან” მოგებული მერვედფინალის შემდეგ დონეცკელებმა ორჯერ იწვნიეს მარცხი ამავე ეტაპზე. 2012-2013 წლების სეზონში “დორტმუნდთან” (შინ 2:2, სტუმრად 0:3) და “ბაიერნთან” 2014-2015 წლების სეზონში (0:0 შინ და 0:7 სტუმრად).

უკრაინულმა გუნდმა ბოლო ორი საგარეო მატჩი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში წააგო და ჯამში 10 გოლი გაუშვა.

„შახტარის“ ბალანსი იტალიურ გუნდებთან პლეი-ოფში: 1 მოგება, 3 წაგება. ეს ერთადერთი წარმატება დონბასელებმა სწორედ „რომასთან“ მოიპოვეს.

„შახტარმა“ მიმდინარე სეზონში იტალიაში მძიმე მარცხი უკვე განიცადა. „ნაპოლისთან“ 0:3 ჯგუფურ ეტაპზე. მთლიანობაში კი, აპენინზე ასეთი ბალანსი აქვს: 1 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება.

ფონსეკას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად 1 თამაში მოიგო და 2 წააგო.

უკრაინული გუნდი 19 შემთხვევიდან 15-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, როდესაც პირველი მატჩი სახლში მოიგო.

კონკრეტულად 2:1 რაც შეეხება - ერთხელ გავიდა შემდეგ ეტაპზე და ერთხელ - ვერ. 1979-1980 წლების სეზონში უეფას თასზე „მონაკოსთან“ დამარცხდა (სტუმრად 0:2), 1998-1999 წლების სეზონში უეფას ტასზე „ბირკიკარას“ სტუმრადაც აჯობა (4:0).

2016-2017 წლების სეზონში უკრაინელებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერნის “იანგ ბოიზთან” წააგეს (2:0 შინ, 0:2, 2:4 პენალტებით, სტუმრად). ხოლო ევროპა ლიგაზე 1/16 ფინალამდე მიაღწია, სადაც ვიგოს “სელტასთან” ვერაფერს გახდა (1:0 სტუმრად, 0:2 შინ დამატებით დროში).

„შახტარი“ პენალტების სერიაში: 0 მოგება, 1 წაგება

2002-2003 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: „ბრიუგე“ (1:4)

ერთად უთამაშიათ

ტაისონი და ჟუან ჟესუსი (“ინტერნასიონალი” 2010)

ფრედი და ალისონი (“ინტერნასიონალი” 2013)

ალან პატრიკი და ალისონი (“ინტერნასიონალი” 2013-2014)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ტაისონი, ფრედი, ბერნარდი და ალისონი (ბრაზილია)

ფაქტები

რომა

დიეგო პეროტი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვებს.

„რომამ“ 25 თებერვალს შინ „მილანთან“ (0:2) წააგო, მაგრამ მას შემდეგ ორი თამაში მოიგო. „ნაპოლისთან“ (4:2) და „ტორინოსთან“ (3:0).

კოსტას მანოლასს გოლი 5 ნოემბრის, დანიელე დე როსის 28 მაისის, ლორენცო პელეგრინის 30 დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდათ გატანილი. თუმცა სამივე მათგანმა „ტორინოსთან“ თავი გამოიჩინეს.

„რომამ“ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 7 საშინაო მატჩში მხოლოდ ორი მოგიო (1 ფრე, 4 წაგება).

ედინ ჯეკომ „ნაპოლისთან“ დუბლი შეასრულა და სერია ა-ში 50 გოლი დაუგროვდა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მინიმუმ 50 გოლი გაიტანა იტალიის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონატებში.

23-დან რვა გოლი „რომამ“ მატჩების ბოლო 15 წუთში გაუშვა.

შახტარი

დარიო სრნა დისკვალიფიცირებულია, ხოლო ტაისონი და ფაკუნდო ფერეირა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ.

„შახტარმა“ ბოლო ტურში „ვორსკლა“ სტუმრად 3:0 დაამარცხადა ლიდერობა განიმტკიცა.

ფერეირამ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 16 გოლი დაუგროვდა ბოლო 16 მატჩში. უკრაინის ჩემპიონატში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი.

ბერნარდს ბოლო 15 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

მარლოსი უკრაინის 2017 წლის ფეხბურთელად დასახელდა.

Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:56 | 13.03.2018
grande roma (537)

Majlajuna fexburtis majlajuna xaaar da cadi hokeis uyuree

17:05 | 13.03.2018
majlajuna (876)

შანსი არ აქვს რომას, შერცხვებიან დღეს, ზოგადად რომა და ნაპოლი იტალიის ყველაზე სამარცხვინო გუნდებია

16:10 | 13.03.2018
#გავკარიჩემსპრეზიდენტს (KORBEN) (13525)

დღეს მეშახტეებს საფუძვლიანად აუხსნიან, თუ როგორ უნდა ბურღვა

14:31 | 13.03.2018
BEERTRANCE (97819)

მარტო ტოტე იუვე იყო წესიერი თამაში ჯერჯერობით, იმედია რომა შახტარი ბოლომდე შეინარჩუნებენ დაძაბულობას.

13:51 | 13.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (10327)

მარტივი თამაში არ იქნება მარა ალბათ გავა რომა

12:16 | 13.03.2018
grande roma (537)

რომამ ნაპოლის ისეთი უქნა უბრალოდ შახტარს არანაირი შანსი რაქვს გადატენილი ოლიმპიკო და ჯოჯოეხთი ელის შახტარს დღეს..მაგრაად ამოტენიან შახტარს აგრ ნახავთ რა შახტარი ბიჯო რის შახტარი ხალხი რეებს წერს შახტარი გავაოო მეცინებააა

12:00 | 13.03.2018
rigeli (1066)

შახტიორი გავა

10:56 | 13.03.2018
temo11 (1564)

იმედია რომა გავა

09:34 | 13.03.2018
Oto. (4537)

რომამ აკრიფა ფორმა და მგონია რომ გაცდება შახტარს

09:20 | 13.03.2018
despe (3433)

ხოჭოლავა დააყენეთ ბლიაწ!

არადა, ამის ყურებას ვაპირებდი...

08:00 | 13.03.2018
ogafa (8014)

დღეს რომა

13:50 | 13.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (10327)

საგონებელში ჩამაგდე რა

10:10 | 13.03.2018
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღად იქნება?

02:15 | 13.03.2018
tomasmuller (628)

შახტარისადმი დიდი სიმპატიებისა და პატივისცემისა ვფიქრობ რომა უპრობლემოთ და ადვილათ გავა 1/4 ფინალში

სტატისტიკა
0.219398