ფეხბურთი

19:46 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ყოველდღე მუშაობა მინდა”

კარლო ანჩელოტის იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ სურს. 58 წლის სპეციალისტმა Radio Rai-ს განუცხადა, რომ ჯერ ისევ საკლუბო დონეზე სურს მუშაობა.

“იტალიის ნაკრები? – ეს კარგი ადგილია, სადაც შეიძლება კარიერა დავასრულო, მაგრამ ახლა მინდა, რომ ყოველდღე ვიმუშავო”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს ამჟამად ლუიჯი დი ბიაჯო დროებითი მწვრთნელის სტატუსით ხელმძღვანელობს. ანჩელოტი კი, სექტემბრიდან მოყოლებული უმუშევარია.

0.117955