ფეხბურთი

18:27 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რეინა “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

იტალიური “ნაპოლის” მეკარე პეპე რეინა ახლოსაა “მილანში” გადასვლასთან. Sky Sport-ის ინფორმაციით, 35 წლის ესპანელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 1 ივლისიდან უკვე “როსონერის” ფეხბურთელი გახდება.

რეინა “მილანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან “ნაპოლისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

არაოფიციალური ინფორმაციით, რეინა “მილანთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით.

პეპე რეინამ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და 14-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108477