სხვა

17:01 | 12.03.2018 | ნანახია 328 - ჯერ

ჯგუფური ეტაპი ქალებმაც დაასრულეს

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ქალთა ტურნირზეც დასრულდა ჯგუფური ეტაპი და დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები. ბოლო, მერვე საგზური მოიპოვა მიდტიულანდმა, რომელმაც ბოლო ტურში დაამარცხა დანიის მეორე კლუბი, ნიუკობინგი, 24-20.

ქალები. 10 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-12/1137444

მიდტიულანდი მეოთხედფინალში შეხვდება შარშანდელ ფინალისტსა და B ჯგუფის გამარჯვებულს, მაკედონიის ვარდარს. A ჯგუფი მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა, რომლის მეტოქე იქნება მონტენეგროს ბუდუჩნოსტი. დანარჩენ ორ წყვილში საფრანგეთის მეცი ეთამაშება რუმინეთის CSM ბუკურეშტის, ხოლო რუსეთის როსტოვი - უნგრეთის ფერენცვაროშს.

მეოთხედფინალი ორმატჩიანია და 6-8 და 13-15 აპრილს გაიმართება. გამარჯვებულები გავლენ ფინალურ ოთხეულში, რომელიც ტრადიციულად გაიმართება ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე, 12-13 მარტს.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი

ბოლო, 10 ტური, 10-11 მარტი

1 ჯგუფი: დიორი 16, როსტოვი 15, CSM ბუკურეშტი 13, მიდტიულანდი 6 - ნიუკობინგი 5, კრიმი 5,

როსტოვ-დონი (რუს) - CSM ბუკურეშტი (რუმ) 25-24

დემბელე, მანაგაროვა 4 - ნიაგუ 6, მეჰმედოვიჩი 5, კურტოვიჩი 4

დიორი (უნგ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 34-25

ოფტედალი 11, ხროტი 7, ბოდი 5 - კორენი 9 სტანკო 5

მიდტიულანდი (დან) - ნიუკობინგი (დან) 24-20

ბურგორი 7, ფრიისი 6, ვ. კრისტიანსენი 5 - ი. ვესტბერგი 8

2 ჯგუფი: ვარდარი 18, მეცი 14, ფერენცვაროში 12, ბუდუჩნოსტი 8 - ტიურინგერი 4, ბიტიგჰაიმი 4

ბუდუჩნოსტი (მნტ) - ვარდარი (მკდ) 25-30

რაიჩევიჩი 10 - პენეზიჩი 10, ლაკრაბერი 7

ბიტიგჰაიმი (გერ) - ფერენცვაროში (უნგ) 27-23

ჰუნდალი, ვოლერი 5 - იოვანოვიჩი 7, სუჩანსკი 5

მეცი (საფ) - ტიურინგერი (გერ) 35-29

უეტი 8, ფლიპი, გროსი, ზაადი 6 - ლუზუმოვა 9

მეოთხედფინალი (6-8 / 13-15 აპრილი):

ბუდუჩნოსტი-დიორი, მიდტიულანდი-ვარდარი, ფერენცვაროში-როსტოვი, ბუკურეშტი-მეცი

ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

მერვედფინალი (ვარდარი და პსჟ გავიდნენ პირდაპირ მეოთხედფინალში)

მონპელიე-ბარსელონა: 25 მარტი - 31 მარტი

სკიერნი-ვესპრემი: 25 მარტი - 31 მარტი

მეშკოვ ბრესტი-ნანტი: 24 მარტი - 1 აპრილი

კრისტიანსტადი-ფლენზბურგი: 24 მარტი - 28 მარტი

კელცე-რაინ ნეკარი: 24 მარტი - 1 აპრილი

კილი - სეგედი: 21 მარტი - 1 აპრილი

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.075454