ფეხბურთი

2:36 | 12.03.2018 | ნანახია 4052 - ჯერ

პაოკ-ის პრეზიდენტი მოედანზე იარაღით შევარდა და მსაჯს მოკვლით დაემუქრა (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი პაოკ-სა და აეკ-ს შორის ბოლო წუთზე შეწყდა. საქმე ისაა, რომ მასპინძლებმა ბოლო წუთზე გოლი გაიტანეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა არ ჩათავალა. იმ დროს ანგარიში 0:0 გახლდათ და ბუნებრივია, ამან ადგილობრივი პუბლიკის გაღიზიანება გამოიწვია.

პუბლიკას ვიღა ჩივის, პაოკ-ის პრეზიდენტი ივან სავიდისი შეიჭრა მოედანზე. როგორც ფოტოკამერებმა დააფიქსირეს, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელი მინდორზე იარაღით შევიდა, ამასთან მსაჯებს მოკვლით ემუქრებოდა თუ გოლს არ ჩათვლიდა. საბოლოოდ საქმეში პოლიცია ჩაერთო, მატჩი კი შეწყდა.

სუპერლიგაში დაძაბული ვითარებაა. აეკ-ი ლიდერია 54 ქულით, ხოლო პაოკ-ს 49 ქულა აქვს და მესამეა. შესაბამისად, სალონიკელთათვის გამარჯვება ლიდერთან ორ ქულამდე სხვაობის შემცირებას ნიშნავდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სავიდისი 1959 წლის 27 მარტს, საქართველოში დაიბადა.

Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:54 | 13.03.2018
tato_real (329)

ყველა საერთაშორისო გამოცემა რო გაიძახის იარაღით შევარდაო სადაა კადრები სადაც იარაღი უჭირავს ? კადრები არის მხოლოდ რო ჩვეულებრივად უდევს ბუდეში და რახან იარაღს ატარებს ესეიგი ვიღაცას თუ უყვირა და აგინა იარაღით დამუქრებას ნიშნავს?

17:00 | 12.03.2018
ირაოლა (411)

გოლი დაიდოს ბიჭოოო.....

14:09 | 12.03.2018
oto_oto (3702)

სავიდისი პუტინის კაცია, იყო დუმის წევრიც

14:08 | 12.03.2018
oto_oto (3702)

გოლი საბოლოოდ ჩათვალეს, პაოკს არა 49 არამედ 52 ქულა აქვს, მოგება კი პირველზე გადასვლაა. ჩაიშალა შეხვედრა და ბერძნული სუპერლიგაც შეწყდა უვადოდ!!! ავტორებო დაწერეთ სწორად!

14:07 | 12.03.2018
oto_oto (3702)

"მსაჯს მოკვლით დაემუქრა" ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, ეგეთი არსად არ წერია )))

12:22 | 12.03.2018
lagashi (3177)

სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი მანამდე გავიფიქრე საქართველოდან წასული ბერძენი ხომ არ არის თქო

11:38 | 12.03.2018
bbrr (404)

ახალი ნოვაციაა. დასანერგია ეს აუცილებლად

11:23 | 12.03.2018
BEERTRANCE (97819)

ღრუსებმა და წერეს ღრუსიაო და გადავულოცოთ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

11:06 | 12.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (10327)

საქართველოში დაიბადა თან რა დროს დაბადებულა რაა გასაკვირი დდდდდდდდდ

05:13 | 12.03.2018
ogafa (8014)

დონეა

11:22 | 12.03.2018
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

11:04 | 12.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (10327)

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

03:22 | 12.03.2018
თორღვა პანკელი (1035)

მემგონი მაგნუმი აქვს წელში გარჭობილი, რა "ბრუტალნი" პრეზიდენტი ყოლი პაოკს, აი საქართველოში ვინ დაიბადა ეს გავიგეDDDDD.

02:41 | 12.03.2018
O. Mertskhali (3216)

ბოლო წინადადება გასასწორებელია, თუმცა, მაინც 'მკვლელია'

23:44 | 12.03.2018
despe (3433)

რა ეწერა?

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
2.868443