კალათბურთი

2:08 | 12.03.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი და გამორჩეული მატჩი სეზონში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი “მინესოტა ტიმბერვულვზთან” თავისი გუნდის რიგებში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, მიმდინარე სეზონის გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. თავად განსაჯეთ, ფაჩულიამ პარკეტზე 25:27 წუთი გაატარა და ამ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 16 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება (VIDEO).

ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი (77.8%) და 3-დან 2 საჯარიმო (66.7%) ჩააგდო, ხოლო ბურთი მეტოქის ფარზე ოთხჯერ მოხსნა.

“გოლდენ სტეიტის” რიგებში ორმაგი დუბლი ზაზასთან ერთად მხოლოდ კევინ დურანტმა შეასრულა, რომელიც საუკეთესო იყო – 39 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. აი, რაც შეეხება შედეგიანობას, ზაზა კევინის გარდა, მხოლოდ კლეი ტომპსონს ჩამორჩა (21 ქულა).

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მინესოტამ” მოიგო – 109:103. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული გახლდათ კარლ-ენტონი თაუნსი (31 ქულა) და ენდრიუ ვიგინსი (23 ქულა). სწორედ ზემოხსენებულ 4 კალათბურთელს (დურანტი, თაუნსი, ვიგინსი, ტომპსონი) ჩამორჩა ზაზა ქულების რაოდენობით. აქვე ისიც ვთქვათ, რომ “მეომრებს” ლიდერი, სტეფ კარი ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდათ.

ეს “გოლდენ სტეიტის” ზედიზედ მეორე მარცხია და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მეორე ადგილზე იმყოფება 67 თამაშში 51 მოგებითა და 16 წაგებით. “უორიორზი” მომდევნო მატჩს 15 მარტს, შინ “ლეიკერსთან” ჩაატარებს.


კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:21 | 06.05.2018
ogafa (10143)

ყოჩაღ

14:06 | 06.05.2018
BEERTRANCE (97819)

მოცემულ დროში მეტი რა უნდა ექნა ზაზას,

09:20 | 06.05.2018
temooo82 (1953)

99.9% ყველაფერი გარკვეულია აღმოსავლეთში, კლივლენდი გააგდებს ამ ბოსტონს... 4_2 მგონია.

09:18 | 06.05.2018
temooo82 (1953)

კიდევ ერთი შედევრი შექმნა მეფემ.....

03:55 | 06.05.2018
federer (17) (15576)

აუ რა თამაში იყოო
წლევანდელი პლეიოფის საუკეთესო თამაში იყო უდავოდ.
ძალიან მაგარი თამაში ქონდათ ტატუმს და როზიეს, მაგრამ ბოლოს თამაში მოიგო მაინც ჰორფორდმა აი რა არის გამოცდილება, შეჭამა ემბიდი დაცვაში ჰორფორდმა

02:56 | 06.05.2018
federer (17) (15576)

ბოსტონის თამაშს ვინც უყურებს ხოლმე რეგულარულად მაგრად მიკვირს იმ ხალხის ვინც ამბობს რომ ჰეივორდის და ირვინგის ჯანმრთელად ყოფნის შემტხვევაში ეს გუნდი მაინც დიდი ვერაფერი ძალა იქნებოდაოო.
ირვინგი ყველამ ვიცით თუ რა ძალაა პლეიოფში და რა შეუძლია მნიშვნელოვან მომენტებში
რაც შეეხება ჰეივორდს შეიძლება სუპერ სტარი არაა, მაგრამ სტივენსის გუნდში რაც არის და რა დონისაც არის სერიოზული ძალა იქნებოდაა

02:31 | 06.05.2018
federer (17) (15576)

ზაზას რაც შეეხება იმ დროში რაც მიეცა ზაზას ძალიან კარგად ითამაშა და დევისის წინააღმდეგ ზაზას და დურანტის წყვილი საუკეთესო ვარიანტია გოლდენში. ფიზიკურად ზაზას დაჩაგვრა ადვილი არაა და დურანტი დაზღვევაზე თავისი ორანგუტანგის ხელებით კარგად გაანეიტრალებენ დევისს

02:29 | 06.05.2018
federer (17) (15576)

ეს ერთი წაგება ძალიან კარგი იყო და დავწერე კიდეც რო წააგოს კარგი იქნებათქო. არ მიყვარს რეგულარულის რიგით შეხვედრას რომ გავს პლეიოფი და მითუმეტეს 2-3 ეტაპები და სუპერფინალს ხო საერთოდ არ უხდება 4-3 გარდა არცერთი ანგარიში. მინიმუმ 4-2 უნდა იყოს სუპერფინალი თავისი გეიმვინერებით ან მინიმუმ ქულა ქულაში თამაშით

23:29 | 05.05.2018
თორღვა პანკელი (1138)

არაა საჭირო მაღალ დონეზე კალათბურთის ცოდნა იმას რომ მიხვდე ვერც მაკგი, ვერც ვესტი და ვერც ლუნი ზაზას დონის ვერ არიან და ვერც ზაზაზე მეტი სარგებელი ვერ მოაქვთ გუნდისთვის, არ მახსენდება თამაში სადაც ზაზას გამო გოლდენს წაეგოს, ვერც ისეთი რეგრესი ვერ შევამჩნიე ზაზას რომ მთლად ასე ძირითადიდან ამოსაგდები იყოს, გასაგებია რომ სისწრაფეში ზაზამ ასაკთან ერთად უკლო და ფიზიკურათაც ვერ გაქაჩავს ყველა თამაშში 20-წუთი რომ ირბინოს ცხენივით, დასვენებაც უნდა და ენერგიის დაზოგვაც არ აწყენს მაგრამ მემგონი საკმაოდ დაასვენა, მისი ძირითადში დაბრუნებით სტეფიც უფრო ეფექტური იქნება მასთან ტანდემში ვიდრე მაკგისთან.

02:44 | 06.05.2018
federer (17) (15576)

გეთანხმები მეგობარო 100%-ით მართალი ხარ

21:50 | 05.05.2018
dinamo222 (8587)

ზაზას ალბათ ჰიუსტონის და კლივლენდისთვის ინახავენ

21:05 | 05.05.2018
დევიღუპეთ (514)

რეგრესი არამგონია ქონდეს გოლდენს. უფრო სხვა გუნდები მოძლიერდნენ, აუღეს ალღო მეტნაკლებად გოლდენის თამაშს

18:57 | 05.05.2018
Gio Giorgi (95)

ზაზა მართლა აკლია გუნდს, სრული სერიოზულობით !! ))

18:28 | 05.05.2018
diadimaestro (2482)

4-1 მოიგებს გოლდენი ამ სერიას. ჰიუსტონმა თავიდან რა დონეზე ითამაშა.ამ გუნდს თამაში თუ წაუვიდა შარშანდელი გოლდენიც ვერ მოუგებს.წელს პირადად მე უკვე ვამჩნევ გოლდენ სტეიტის რეგრეს.

20:56 | 05.05.2018
Qpeity (62)

გეთანხმები. არ ვიცი, მოჩვენებითია თუ არა, მაგრამ აშკარად არ არის გოლდენი იმ სიმაღლეზე შარშან რომ იყო... თამაშების წაგებას არ ვგულისხმობ მხოლოდ.

04:00 | 06.05.2018
federer (17) (15576)

ტრავმები იყო ძალიან ბევრი და ბუნებრივია რომ დაეტყოთ 31 თამაში გამოტოვა სტეფმა რეგულარულში და პლეიოფის პირველი ეტაპი სრულად და ასევე პირველი თამაში პელიკანსთან.
შედარებით ნაკლები მაგრამ 14 თამაში გამოტოვა დურანტმა და ასევე გაუცდათ სეზონის ბოლოს გრისნ კლეის და ასე შემდეგ და ეს აისახა გოლდენის თამაშზეც.

17:08 | 05.05.2018
sport faza (328)

sport faza (69)
სტივ კერის დ დ შ ვ ც...ვერ ხედავს ეს ბოთე 3 თამაშია სამწამიანს როაგებენ და თან როგორ....დრაიმონდი დაიზმენებულია....ამდენი ბურთი კარიერაში არ ააქვთ მაგისთვის გადანატენი რაც ამ სამ თამაშში....კერის დდშ-- ათამაშოს ფაჩულია!!! მართალია 10 ბლოკშოტს და 10 ჩაჭრას ვერ გააკეთებს მარა მიეხმარება მაინც გრინს და დურანტს...დაბალ სასტავს უყენებს დევისს და მიროტიჩს საღოლ.......თუ ფაჩულიას არ ათამაშებენ შევე...ი მასეთ გოლდენს აბა ცინიკოსა სტეფს კიარ ვგულშემატკივრობთ მაგ გუნდში....

15:08 | 05.05.2018
sport faza (328)

sport faza (69)
სტივ კერის დ დ შ ვ ც...ვერ ხედავს ეს ბოთე 3 თამაშია სამწამიანს როაგებენ და თან როგორ....დრაიმონდი დაიზმენებულია....ამდენი ბურთი კარიერაში არ ააქვთ მაგისთვის გადანატენი რაც ამ სამ თამაშში....კერის დდშ-- ათამაშოს ფაჩულია!!! მართალია 10 ბლოკშოტს და 10 ჩაჭრას ვერ გააკეთებს მარა მიეხმარება მაინც გრინს და დურანტს...დაბალ სასტავს უყენებს დევისს და მიროტიჩს საღოლ.......თუ ფაჩულიას არ ათამაშებენ შევე...ი მასეთ გოლდენს აბა ცინიკოსა სტეფს კიარ ვგულშემატკივრობთ მაგ გუნდში....

13:55 | 05.05.2018
majlajuna (1024)

რატომ არ ათამაშებს მიზეზი იცით? შეიძლება ლიდერი არ იყო მაგრამ სტაბილურად თამაშობდა რამდენიმე წუთი,ასეთი რა მოხდა რომ პარკეტს აღარ აკარებს?

13:06 | 05.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლიდერი დურანტი მოიდღბდსჰაანა დდდ რა ყ ეა სოლომონმა დედა მოუდდჰჰრღნა დდდ

13:05 | 05.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლუნი ყ ეა რატო თამაშობს.ზაზა 20 ქულას ეო აგებდა გუნდი და 4 წუთი იყო დარჩენილი მაშინ შევიდა მაკგის და ამ ყ ს ორივეს ჯობს

13:04 | 05.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დიდებული დევისი?ავტორს რაღაც ეშლება დიდებული თუ ვინმე იყო ეს რონდო იყო გენიალური გამთამაშებელი.პელიკანსმა სასწაული მატჩი ჩაატარა გენიალური მაგარია ძაან ჰოლიდეი კარის ისეთი მიართვა ერთი ეპიზოდი ძაან ლამაზი.კაზინსის გარეშე უსწრაფესი გუნდი გახდა თითქოს რაღაც ახალი იპოვეს რონდო მიროტიჩი შეიცვალნენ სულ

12:58 | 05.05.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

გოლდენი კარგი ვაშლი კია, მაგრამ იმდენია რო გბეზრდება
ზუსტად იგივეს ვიტყოდი ვაშლის სეხნია გუნდზეც. მოსაწყენია მათი გრიმიტი და ნბა-ს, როგორც ერთერთი უდიდესი შოუს ასე გაუფერულება სატურნირო თალსაზრისით.

13:19 | 05.05.2018
ირაოლა (563)

მეფე, რომ მაგ "ვაშლის სეხნია" გუნდში გადავიდეს, იგივე აზრზე დარჩებით ბატონო კორბენ????
ისე, არც მე ვარ ტრუხა მეომრების ფანი

13:24 | 05.05.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

მეფე რომ მაგ გუნდში გადავიდეს, საერთოდ დავკარგავ მის მიმართაც და ზოგადად ნბა-ს მიმართ ინტერესსა და პატივისცემას.

12:23 | 05.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ჰიუსტონთან 4-2

12:22 | 05.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

4-1

11:56 | 05.05.2018
trezeguet88 (411)

მე ვფიქრობ ეს არის პელიკანსის მაქსიმუმი. ყველას გვინდა დაძაბული სერია მაგრამ გოლდენი მეტის საშუალებას აღარ მისცემს. თავიდანვე ვთქვი მაქსიმუმ 1 თამაში აუღოს პელიკანსმათქო და ეგრეა ზუსტად. მითუმეტეს იმ ფონზე როცა კარის და დურანტს არ წაუვიდათ რეალურად თამაში. იქეთ კი დევისმა დაგლიჯა საერთოდ. რაც დურანტი გადავიდა პირველად მოხდა რო 3-0 არ არის სერიაში ანგარიში))

12:06 | 05.05.2018
Qpeity (62)

შეიძლება მასეც მოხდეს. ალბათ, შემდეგ თამაშში გადაწყდება ბევრი რამ. თუ 2-2 გახდა, ვფიქრობ 7 თამაში იქნება და თუ გოლდენმა მოიგო, მაშინ ოკლენდშივე დაამთავრებს საქმეს. მოკლედ, ან 4-1-ს მოიგებს გოლდენი, ან 4-3 დამთავრდება. ოღონდ ბოლო ანგარიში ვის სასარგებლოდ იქნება წარმოდგენა არ მაქვს.:-D

11:43 | 05.05.2018
haudi (1058)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:39 | 05.05.2018
temooo82 (1953)

მთლად უძლეველიც არ ჩანს ჩვენი გოლდენი(უგემრიელესი ვაშლია )

11:38 | 05.05.2018
temooo82 (1953)

შემდეგ თამაშსი 21 ქულას გააკეთებს და 4 პასს(რონდიკო)

11:37 | 05.05.2018
რაჭა (10043)

ჯაზმა ვეღარ გააჯაზა..მე მგონი ამოწურეს თავი.

11:35 | 05.05.2018
რაჭა (10043)

წარბა, მეორე მატჩშის გაბურტყნის მეომრებს.

11:35 | 05.05.2018
Qpeity (62)

რონდო რა კაცია... 21 ასისტი და 4 ქულა... ათამაშა მოკლედ მთელი გუნდი. ვფიქრობ 2-2-ს გახდის ანგარიშს ორლეანი, მაგრამ გასვლაზე უეჭველი ჭირდებათ თამაშის წამოღება და საეჭვოა გოლდენმა დათმოს უპირატესობა...

11:35 | 05.05.2018
temooo82 (1953)

ხვალ გოლდენის 2იანი უნდა დავდო, მაგრამ ნიუ ორლეანმა მინდა მოიგოს და 2_2 გახადოს ანგარიში...

11:33 | 05.05.2018
temooo82 (1953)

რონდოს 21 პასზე როგორ არაფერი წამოგცდათ

11:32 | 05.05.2018
ირაოლა (563)

რაღა ამ საცოდაობაში ათამაშა ზაზა....

0.081348