ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინიმ მარტის თვის ბაშო წარმატებით დაიწყო. ჩვენებურმა პირველ შეხვედრაში იაპონელი სუმოისტი ტაკარაფუჯი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
საერთოდ, ტოჩინოშინისთვის აზიელი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, მაგრამ დღევანდელი გამარჯვების შედეგად პირად შეხვედრებში უპირატესობა განიმტკიცა.
მარტის ბაშო 25 მარტამდე გასტანს, ხოლო გორგაძე მომდევნო მატჩს ხვალ, 12 მარტს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშიმ იანვარში უდიდეს წარმატებას მიაღწია და იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.