ფეხბურთი

18:24 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა დვალის სამქულიანი

ეროვნული ლიგის მეორე ტური თბილისში, “მიხეილ მესხზე” დასრულდა, სადაც “სამტრედიამ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა. სანამ მატჩზე ვისაუბრებდეთ, იქამდე შეგახსენებთ, რომ სამტრედიელთა საშინაო არენაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომაც, იმერლები სახლის თამაშებს თბილისში ჩაატარებენ.

შეხვედრა კი დაძაბული გამოვიდა, თუმცა სანახაობრივი მხარე უკეთესის შთაბეჭდილებას აშკარად ტოვებდა. გუნდებმა განსხვავებულად დაიწყეს სეზონი და შესაბამისად, განსხვავებულ ხასიათზე ხვდებოდნენ მატჩს – “სამტრედიამ” “ლოკომოტივს” მოუგო პირველ ტურში, ხოლო “სიონი” “საბურთალოსთან” დამარცხდა.

ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა და ბოლნისელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ერთადერთი გოლი კი, 48-ე წუთზე გავიდა. გოლი ნამდვილად არ გავიდოდა, რომ არა ომარ მიგინეიშივლი, რომელიც გამოსვლისას აშკარად შეცდა და ეპიზოდი, რომელიც ხიფათს არ მოასწავებდა, გოლით დასრულდა. დაუცველ კარში ბურთი ჯაბა დვალმა შეაგდო, რომელსაც საგოლე ალღო ნამდვილად არ დაეწუნება და ბუნებრივია, შანსი ხელიდან არ გაუშვია.

შემდეგ უჩა სოსიაშვილის გუნდი გააქტიურდა და გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ შემტევები ბევრს სცოდავდნენ. ყველაზე რეალური შანსი “სამტრედიას” 61-ე წუთზე მიეცა. კირკიტაძის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, ხოლო ბურთთან ივან ფატიჩი მივიდა. გამოცდილმა მცველმა თერთმეტმეტრიანი ერთობ უხეიროდ დაარტყა და მიშა მუჯრიშვილს ბურთის არათუ მოგერიება, არამედ ხელებში დაფიქსირებაც არ გასჭირვებია. მერე, თამაშის ბოლოსკენ იყო ინტერს გიის გოლი, რომელიც თმაშგარის გამო გაუქმდა.

“სიონს” და “სამტრედიას” ორი ტურის თავზე 3-3 ქულა აქვთ. საერთოდაც, ეროვნულ ლიგას უკვე ერთპიროვნული ლიდეირ ჰყავს – “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც უდანაკარგოდ განვლო 2 ტური. თავის მხრივ, “ლოკომოტივი” და “კოლხეთი” აუტსაიდერები არიან, რადგან ქულაც არ მოუპოვებიათ.

“სამტრედია” – “სიონი” 0:1 (0:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

“სამტრედია” (5-2-3): მიგინეიშვილი; ბაჩიაშვილი, ლობჟანიძე, ნდონგი, ფატიჩი, ახალაძე; დაუშვილი, განუგრავა (კირკიტაძე 60); ერისთავი (სანია 46), ოლაიტანი (ვეილი 38), გიი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

“სიონი” (4-2-3-1): მუჯრიშვილი; მინდორაშვილი, ნოზაძე, თომაშვილი, გიორბელიძე; ქიქავა, დათუნაიშვილი; გაფრინდაშვილი (მანაგაძე 90), სიხარულია (კოშკაძე 72), სამუშია (გურეშიძე 81); დვალი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გოლი: 0:1 დვალი (48)

გაფრთხილება: განუგრავა (45) – დათუნაიშვილი (43), თომაშვილი (60)

გამოუყენებელი პენალტი: ფატიჩი (61, მეკარე)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

0.112299