ფეხბურთი

16:32 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავიდე ასტორის გარეშე: რა ხდება "ფიორენტინას" საშინაო თამაშზე (+VIDEO, PHOTO)

დავიდე ასტორის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ფლორენციის "ფიორენტინა" კი ამ ტრაგედიის შემდეგ პირველ მატჩს ამ წუთებში ატარებს. "არტემიო ფრანკის" ტრიბუნები ბოლო დროს იშვიათად ივსება, მაგრამ დავიდეს უეცარმა სიკვდილმა ყველა გააერთიანა და ტრიბუნები პირთამდე შეივსო.

მატჩის დაწყებამდე "ფიორენტინას" ყველა ფეხბურთელი, სამედიცინო შტაბი და საერთოდ მომსახურე პერსონალი, მოედანზე 13 ნომრიანი, დავიდე ასტორის მაისურით გავიდა. სხვა და სხვა სახის ბანერები ამშვენებდა ტრიბუნებსაც:

"მადლობა კაპიტანო", "ბედნიერი მოგზაურობა კაპიტანო", "არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს კვდებიან"...

თამაში მე-13 წუთზე შეჩერდა და იტალიელის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი დაიწყო. Curva Sud-ის ტრიბუნებზე კი გაჩნდა დიდი წარწერა: DAVIDE 13.

იყო ბევრი ცრემლი, როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდის ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების მხრიდან. დღეს, "ფიორენტინას" ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

Ciao Capitano!

0.304189