ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა "მალაგასთან" მოგებული (2:0) ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ნეიმარის გუნდში დაბრუნებას მიესალმება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარს სურს "ბარსელონაში" დაბრუნება.
"ნემარს ჩემთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნეიმარს კარს ახლავე გავუღებდი. ნეიმარს ჩემ გუნდში ყოველთვის ავიყვანდი." - განაცხადა რაკიტიჩმა.