ფეხბურთი

19:00 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუდიგერმა შესაძლოა "ბარსელონასთან" მატჩი გამოტოვოს

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "კრისტალ პალასთან" მოგებული (2:1) პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანტონიო რუდიგერმა "ბარსელონასთან" შესაძლოა ვერ ითამაშოს.

"ოთხშაბათს ანტონიომ მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა არის რაღაც შანსი, გამოკეთდეს და "ბარსელონასთან" ითამაშოს. რუდიგერის კუნთი აქვს დაჭიმული" - განაცხადა კონტემ.

რუდიგერმა "არწივებთან" მატჩის განაცხადში არ იყო. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო დაპირისპირება "არისტოკრატებსა" და "ბლაუგრანას" შორის 14 თებერვალს გაიმართება.

0.116168