საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა "ბაჰჩეშეჰირის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. დიქსონის გუნდმა "ანთალიასფორი" მიიღო და 90:74 დაამარცხა, მაიკლი კი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი იყო.
ეროვნული ნაკრების წევრმა 12-დან ექვსი სამქულიანი გამოიყენა, ცხრიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და 30 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ასევე, მაიკლმა პირად აქტივში ოთხ-ოთხი მოხსნა და გადაცემა ჩაიწერა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.
"ბაჰჩეშეჰირი" სატურნირო ცხრილში 26 ტურის, 16 მოგებით და 10 მარცხით მეექვსე ადგილზე საპლეიოფო ზონაში იმყოფება.