ჩოგბურთი

13:30 | 11.03.2018 | ნანახია 1111 - ჯერ

უილიამსების გზები გადაიკვეთა

ინდიან უელსის მასტერსის 1/16-ფინალში სერენა უილიამსი თავის უფროს დას ვინუს უილიამსს შეხვდება.

სერენამ კორტზე დაბრუნების შემდეგ მეორე შეხვედრა მოიგო. უმცროსმა უილიამსმა ინდიან უელსის 1/32-ფინალში შვედი კიკი ბერტენსი მძიმე ბრძოლაში 7:6, 7:5 დაამარცხა. მატჩი საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში სერენა 1:3-ს აგებდა, თუმცა უკუბრეიკის შესრულება მოახერხა და ტაი-ბრეიკზე 7:5 იმარჯვა. მეორე სეტში კი შედარებით იოლად მოიგო. ვინუსმა სორენა კირსტეას მარტივად 6:3, 6:4 მოუგო.

ურთიერთშეხვედრებში სერენა ვინუსს 17:11-ს ამარცხებს. შეხვედრა 12 მარტს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:34 | 12.03.2018
barcelona1991 (4821)

ფედემ მეორე სეტი ცოტა დაძაბა,მაგრამ მაინც 2 სეტში მოიგო.

11:33 | 12.03.2018
barcelona1991 (4821)

დადეთ ახალი ინფორმაციები.ნოლემ წააგო,ფედერერმა მოიგო ვააახ.

11:00 | 12.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჯოკოვიჩი მოდჯკეწ ღ ნეს კიდე რავი ფედერერს კონკურენტი არ ყავსო და რაღა ჯოკოვიჩს შეხვდება ხოლმე ტოპ კლასის სასტავი დანიელი და მისი მსგავსნი

11:34 | 12.03.2018
barcelona1991 (4821)

ვუყურე მაგ მატჩს.იმენა გახერხა ტარომ.დდდდდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.139834
სარეკლამო ადგილი - 99
X x X