სუპერლიგის 21-ე ტური საინტერესოდ მიმდინარეობს. დღეს თბილისის შემდეგ მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავიდა და ბევრისთვის მოულოდნელი შედეგიც დააფიქსირა. დაკარგული ქულებით მეორე ადგილზე მყოფი “რუსთავი” საკუთარ მოედანზე დამარცხდა “კაკტუსთან” – 68:75.
თბილისურ გუნდს 22 ქულით დეანდრე პარკსმა ულიდერა. 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ანატოლი ბოისას. მასპინძელთა გუნდში 13-13 ქულა რეზო ჩაჩანიძემ და ლევან ცეკვავამ დააგროვეს. 12-12 ქულა ტაირელ ნელსონისა და ბრაიან ბერნარდის ანგარიშზე დაგროვდა.
21-ე ტურის ბოლო მატჩი ხვალ, 11 მარტს, ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გუნდს “ოლიმპი” შეხვდება.
gbf.ge