ისტორია

9:53 | 11.03.2018 | ნანახია 211 - ჯერ

11 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978 - დაიბადა დიდიე დროგბა. კოტ დივუარის ნაკრების, “ლე მანის”, “გინგამის”, “მარსელისა”, “ჩელსის”, „გალათასარაის“, "მონრეალის" ფორვარდი. 2012 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 2003 წელს სცნეს საფრანგეთის უძლიერეს მოთამაშედ, 2007 წელს კი დაასახელეს აფრიკისა და ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. 2005, 2006 და 2010 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2007, 2009, 2012 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის, 2005, 2007, 2015 წლებში კი ქვეყნის ლიგის თასი. 2005 და 2009 წლებში დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2008). კოტ დივუარის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 104 შეხვედრა, გაიტანა 65 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1934 - ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა ბელგიას 9:3 მოუგო.

1941 - გერმანულმა ავიაცია “ლუფტვაფემ” მასირებულად დაბომბა “მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონი “ოლდ ტრაფორდი”. სარბიელი პრაქტიკულად ბოლომდე განადგურდა. არენის აღდგენას 1949 წლიდან შეუდგნენ, მანამდე კი “იუნაიტედი” თანაქალაქელი “სიტისგან” სტადიონ “მეინ როუდს” ქირაობდა და ყოველწლიურად 5 ათას გირვანქას უხდიდა.

1948 - რეჯინალდ უეიტი პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზა.

1957 - ბირმის დედაქალაქ რანგუნში, თბილისისდინამომამ ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს9:1მოუგო. ქართველთაგან გოლები მიხეილ მესხმა (2), კარლო გაგნიძემ (2), შოთა იამანიძემ, ავთანდილღოღობერიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, ზაურ კალოევმა და ანდრო ზაზროევმა გაიტანეს. “დინამო”: მარღანია,ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, კოტრიკაძე, ღოღობერიძე (რამიშვილი), გაგნიძე, ზაზროევი (ბარქაია),კალოევი, იამანიძე, ხასაია (მესხი). მთავარი მწვრთნელი გაიოზ ჯეჯელავა.

1986 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე მაიკ ბოსი, ლიგის პირველი ჰოკეისტი გახდა, რომელმაც ზედიოზედ ცხრა სეზონის განმავლობაში, თითო პირველობის მატჩებში 50 შაიბის გატანა მოახერხა.

1987 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში, გოლ პლუს პასის სისტემით, 1 500 ქულა მოაგროვა.

1991 - მონიკა სელეშმა მსოფლიოს საჩოგბურთო კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე აინაცვლა. ამით, სელეშმა შტეფი გრაფის 186 კვირიანი “ჰეგემონია” დაარღვია.

1995 - იოლანდა ჩენმა, დარბაზში სამხტომში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1996 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “მონრეალ კანადიენსმა” “მონრეალ ფორუმში” უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. ამ სარბიელზე NHL-ის ყველაზე პოპულარული კლუბი 70 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

2005 - გარი კასპაროვმა მეცხრედ მოიგო პრესტიჟული ლინარესის საჭადრაკო სუპერტურნირი და ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის შეწყვეტის შესახე ბიიღო გადაწყვეტილება. ამავე დროს მან განაცხადა, რომ დიდ პოლიტიკაში გადაერთვებოდა.

2005 - საფეხბურთო მაქინაციებში (მატჩების “ჩაწყობებში”) მონაწილეობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს გერმანული კლუბის, “ქემნიცის” მოთამაშე შტეფან კარლს.

2005 - კევინ კიგანი “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადააყენეს.

2005 - რუსი ალექსანდრ მოსტოვოი ესპანური საფეხბურთო კლუბის, “ალავესის” მოთამაშე გახდა.

2006 - ევროპის ერთა თასის გათამაშების მატჩში, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა პორტუგალიის გუნდი დიდი უპირატესობით დაამარცხა (40:0).

2007 - “ატლანტა ჰოუქსმა” “ტიმბერვულვზიდაამარცხა (99:93). ზაზა ფაჩულიამ 16 ქულა მოაგროვა, 14მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა განახორციელა.

2007 - ლადო ჩიხლაძემ ვადუცის ფიუჩერსის საჩოგბურთო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10 ათასიდოლარი)გაიმარჯვა.

2009 - ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ინგლისის ოთხივე კლუბი (“მანჩესტერი”, “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული”) გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.

2012 - ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე მანუჩარ ცხადაიამ (74 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1912 - პაულ იანესი. 1932-42 წლებში გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. ნაკრების 71 მატჩში გაიტანა 7 გოლი. ეროვნულ გუნდს კაპიტნობდა 31 შეხვედრაში. საკლუბო დონეზე თამაშობდა დიუსელდორფის “ფორტუნაში”, მოგვიანებით ამ გუნდის მწვრთნელადაც მუშაობდა. იანესის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა “ფორტუნას” სტადიონს.

1922 - ჯუზეპე ბალდინი. Gასული საუკუნის 40-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიელი ფორვარდი. სერია A-ს 346 მატჩში გაიტანა 110 გოლი. 1949 წელს დაეუფლა იტალიის თასს.

1923 - ლუიზ ბროუ კლეფი. ინგლისელი ჩოგბურთელი ქალი. უიმბლდონის ტურნირის ოთხგზის ჩემპიონი.

1941 - იოსიპ სკობლარი. იუგოსლავიის ნაკრების, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასა” და “მარსელის” ფორვარდი. იუგოსლავიის ნაკრების 32 მატჩში გაიტანა 11 გოლი. ორჯერ გახდა იუგოსლავიისა და საფრანგეთის ჩემპიონი. “მარსელის” შემადგენლობაში გამოსვლისას გახდა საფრანგეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

1945 - სანჩეს პირი. წარმოშობით მაროკოელი ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ესპანეთის ნაკრების 41 მატჩში გაიტანა 16 გოლი. “რეალის” შემადგენლობაში ჩაატარა 559 მატჩი, გაიტანა 171 გოლი. ესპანეთის 10-გზის ჩემპიონი და სამეფო თასის ოთხგზის მფლობელი. “რეალის” შემადგენლობაში ჩემპიონთა თასის მფლობელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ექიმი-ტრავმატოლოგი გახდა. თავკაცობდა მადრიდელთა სამედიცინო სამსახურს. 1996-2000 წლებში “რეალის” ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა.

1953 - ლასლო ბოლონი. 1975-88 წლებში გამოდიოდა რუმინეთის ნაკრებში და ვლახელთა უპირველესი გუნდის 104 მატჩში გაიტანა 24 გოლი. ბუქარესტის “სტიაუას” შემადგენლობაში ორჯერ გახდა რუმინეთის ჩემპიონი, მოიპოვა ქვეყნის თასი, 1986 წელს დაეუფლა ჩემპიონთა თასსა და ევროპის სუპერთასს. 1977 და 1983 წლებში დაასახელეს რუმინეთის უძლიერეს ფეხბურთელად. ითვლება რუმინული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ჰავბეკად. მწვრთნელობისას ლისაბონის “სპორტინგს” პორტუგალიის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოაგებინა. 2001-03 წლებში წვრთნიდა რუმინეთის ნაკრებს, ფრანგულ კლუბებს “ნანსის”, “რენსა” და “მონაკოს”, აგრეთვე, არაბთა გაერთიანებული საემიროების “ალ ჯაზირას”.

1957 - ელენა ახმილოვსკაია. 1977 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში. გამოდიოდასაქართველოსსახელით. 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში, მაიაჩიბურდანიძესთან5,5:8,5 დამარცხდა. 1978 და 1986 წლების საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონი. 1988 წლის ოლიმპიადისმსვლელობისას, ცოლადგაჰყვა ამერიკელთა ნაკრების კაპიტან ჯონ დონალდსონს(ჯვარი სალონიკშიდაიწერეს) და საცხოვრებლადაშშ-ში გადაბარგდა. 1990, 1993 და 1994 წლებში გახდა აშშ-ის ჩემპიონი.მუშაობდა ნორჩ მოჭადრაკეთამწვრთნელად. გარდაიცვალა 2012 წელს.

1961 - ბესიკ ფრიდონაშვილი. თბილისისდინამოსადა ლანჩხუთისგურიისფორვარდი. ლანჩხუთელთარიგებში გამოსვლისას, 1990 წელს გახდა საქართველოს პირველი საფეხბურთოეროვნულითასისმფლობელი.

1964 - რაიმო ჰელმინენი. ფინეთის ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.

1969 - დენ ლეკრო. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ რეინჯერსის” მარცხენა ფორვარდი.

1971 - ირჟი ვუკოკაი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1971 - მარტინ რუჩინსკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “მონრეალ კანადიენსის” მარცხენა ფორვარდი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1973 - მაურისიო ტარიკო. არგენტინელი ფეხბურთელი. გამოდიოდა ლონდონურ კლუბებში: “ტოტენჰემ ჰოტსპურსა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედში”.

1973 - კრის სატონი. “ნორვიჩის,” “ბლექბერნის,” “ჩელსის,” “სელტიკისა” და “ბირმინგემ სიტის” ფორვარდი. “სელტიკთან” ერთად სამჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ორ-ორჯერ დაეუფლა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციისა და შოტლანდიის ლიგის თასებს, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა ერთი მატჩი.

1974 - საგიდ მურთაზალიევი. რუსი მოჭიდავე. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

1975 - სედრიკ ჰენდერსონი. NBA-ის კლუბ “კლივლენდ კავალიერზის” ფორვარდი (201 სმ).

1975 - ბუვაისა საიტიევი. რუსი მოჭიდავე. ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.

1976 - ტომას გრავესენი. დანიის ნაკრების, “ვაილეს”, “ჰამბურგის”, “ევერტონის”, “რეალისა” და “სელტიკის” ნახევარმცველი. დანიის ნაკრების 66 მატჩში გაიტანა 5 გოლი.

1978 - დიდიე დროგბა. კოტ დივუარის ნაკრების, “ლე მანის”, “გინგამის”, “მარსელისა”, “ჩელსის”, „გალათასარაის“, "მონრეალის" ფორვარდი. 2012 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 2003 წელს სცნეს საფრანგეთის უძლიერეს მოთამაშედ, 2007 წელს კი დაასახელეს აფრიკისა და ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. 2005, 2006 და 2010 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2007, 2009, 2012 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის, 2005, 2007, 2015 წლებში კი ქვეყნის ლიგის თასი. 2005 და 2009 წლებში დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2008). კოტ დივუარის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 104 შეხვედრა, გაიტანა 65 გოლი.

1979 - ფრედ ჯონსი. NBA-ის კლუბ “ინდიანა პეისერზის” გამთამაშებელი (188 სმ).

1979 - ელტონ ბრენდი. NBA-ის კლუბ “ლოს ანჯელეს კლიპერსის” ფორვარდი (203 სმ).

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064603