ფეხბურთი

18:39 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა "მანჩესტერს" მოაგებინა და პირადი რეკორდიც დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლივერპული” მარკუს რაშფორდის დუბლით დაამარცხა (2:1). 20 წლის ფორვარდმა კი, გატანილი გოლებით ერთი სეზონის მიხედვით კარიერის რეკორდი დაამყარა.

რაშფორდს ამ დროისთვის ყველა ტურნირის ჩათვლით 12 გოლი აქვს გატანილი და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია.

ინგლისელმა 6 გოლი პრემიერლიგაში გაიტანა, 3 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 ასოციაციის თასზე, ხოლო 1 ინგლისის ლიგის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119402