ფლორენციის “ფიორენტინა” კაპიტან დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ პირველი მატჩის გასამართად ემზადება. “იების” მთავარმა მწვრთნელმა “ბენევენტოსთან” მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და ძირითად სწორედ ასტორის შესახებ ისაუბრა.
“მენატრება, მენატრება ყოველდღე, როდესაც მოედანზე შევდივარ. ვუყურებ მისი ოჯახის ტკივილს, მაგრამ ვერ ვპოულობ სიტყვებს, განსაკუთრებით მისი მეუღლისა და შვილის მიმართ. მხოლოდ დაპირება შემიძლია, რომ ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით.
ჩვენ ბევრი ვიტირეთ. ჩემი ფეხბურთელები ყოველდღე ტირიან, ეს არაა ადვილი ჭრილობა, რომელსაც მოვიშუშებთ, მაგრამ ვიცით, როგორ უნდა დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. ვეუბნები მათ, რომ მოედანზე ისე გავიდნენ, თითქოს ეს ბოლოჯერ ხდება. ახლა კი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიდეს ხსოვნის პატივსაცემად გავიმარჯვოთ”, - განაცხადა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი 4 მარტს გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.