ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისში გაიმართა – ბათუმის “დინამომ” თბილისის “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა.
აჭარლებს ეროვნულ ლიგაში დაბრუნება აქვთ მიზნად დასახული და პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ბუნებრივია, გამარჯვებას გეგმავდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, “დინამოს” კრიზისის ხანა უდგას.
გია გეგუჩაძის გუნდი ისევ დამარცხდა და უქულოდ იმყოფება ორი ტურის თავზე. ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გაიტანა, რომელიც 72-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა.
“ვიტ ჯორჯია” 4 ქულით ლიდერობს გათამაშებას, ხოლო ბათუმის “დინამო” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ორ ტურში ქულაც არ მოუპოვებია. შესაბამისად, ბოლო საფეხურზე იმყოფება.
“დინამო” (ბათუმი) – “ვიტ ჯორჯია” 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მოსიაშვილი (72)