ფეხბურთი

13:27 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" დონარუმას ყიდის

იტალიური “მილანი” ჯანლუიჯი დონარუმას გაასხვისებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, “როსონერის” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა კიპერს შეელევა თუ მინიმუმ 60 მილიონიან შემოთავაზებას მიიღებს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ლომბარდიულ გრანდს 30 ივნისიდან ვეტერანეი ესპანელი პეპე რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია – 3 წლიანი ხელშეკრულება და 3 მილიონი ევრო სეზონში. ბუნებრივია, ასეთ თანხას “მილანი” სათადარიგო სტატუსის მქონე მეკარისთვის არ გადაიხდის.

შესაბამისად, დონარუმას წასვლას ეს ფაქტი კიდევ უფრო რეალურს ხდის. გარდა ამისა, ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება თუ “მილანი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. რისგანაც, ჯენარო გატუზოს საკმაოდ შორსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113501